ახალშობილის მოვლა- წიგნი “პაწაწინა”

0
2369

ორსულობა ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, შესაბამისად, ქალისთვის ეს ჩვეულებრივი
პროცესია და მას, როგორც ავადმყოფობას, არ უნდა მივუდგეთ. უბრალოდ, ეცადეთ
ფეხმძიმობის პირველივე დღიდან იყოთ ყურადღებით – ეჩვენეთ ექიმს, გაიარეთ კონსულტაცია
სანდო სპეციალისტთან, რომელმაც ყველაფერი იცის თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, რადგან
სასურველია სწორედ ის იყოს თქვენი ორსულობის მეთვალყურე ნაყოფის ჩასახვიდან პატარას
მოვლინებამდე.

გილოცავთ, თქვენ უკვე დედიკო ხართ! გამოუცდელი დედები ნერვიულობენ, რადგან არ იციან
სწორად ბავშვის ხელში დაჭერაც კი, თუმცა, წიგნი „პაწაწინა“ ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს.

  • როგორ კვებოთ?
  • რა ჩააცვათ?
  • როდის ასეირნოთ?
  • როგორ გაიგოთ რატომ ტირის? შია თუ რაიმე აწუხებს?
  • როგორ დაეხმაროთ?

როგორ მოიქცეთ მუცლის ტკივილის დროს
ამ და მრავალ სხვა კითხვაზე „პაწაწინა“ დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი პასუხები.

წიგნში ბავშვისა და მშობლის ცხოვრებაში ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პერიოდის – პირველი
ერთი თვის პრობლემები და მათი გადაჭრის თანამედროვე მეთოდებია განხილული.
მე, როგორც დედამ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ წიგნში გაცილებით მეტი სასარგებლო და
აუცილებელი ინფორმაციაა გაერთიანებული, ვიდრე ელექტრონულ წყაროებში, სადაც 40 კვირის
განმავლობაში ვაგროვებდი საჭირო ცოდნას.
ვფიქრობ, რაც მეტი ეცოდინება წყვილს ორსულობის, მისი მართვის, ბავშვის მოვლის, აღზრდის
საკითხებზე, მით უფრო ჰარმონიული ურთიერთობა იქნება ოჯახში და მით უფრო ნაყოფიერი
კავშირი ექნება პედიატრთანაც, რომლის წარმატებული საქმიანობისთვის დიდი მნიშვნელობა
აქვს წყვილის მომზადების სათანადო დონეს.
როგორია პირველი შეხვედრა პაწაწინასთან? ახალბედა დედამ არ იცის ამის შესახებ, თუმცა
თქვენ მარტო არ ხართ, რადგან წიგნი „პაწაწინა“ გაძლევთ საშუალებას გაიგოთ ყველაფერი.
როგორ დაისვათ ახალშობილი მუცელზე დაბადებისას, როგორ აწოვოთ ძუძუ… მნიშვნელოვანია
იცოდეთ პირველი პროცედურები, რაც პატარას უნდა ჩაუტარდეს გაჩენის წუთიდან. ესაა
ჭიპლარის მოჭრა, თვალების დამუშავება, გასინჯვა, ბავშვის ანთროპომეტრია, მარკირება, K
ვიტამინი, ჩაცმა. აქ მიიღებთ ინფორმაციას დღენაკლულ ახალშობილებზე, ვადაგადაცილებულ
ახალშობილზე, ჰიპოტროფიულ ახალშობილზე. სხვათა შორის, ამ გამოცემაში რეალური
დედების მიერ დასმული კითხვებია მოყვანილი, რომელსაც წიგნის ავტორი, პედიატრი სალომე
მიქაძე მაღალკვალიფიციურად და ყველასათვის გასაგები ენით პასუხობს. ეს არის კითხვები,
რომელიც ალბათ ყველა ახალბედა დედას გაუჩნდება.
შეიძლება იფიქროთ, ძუძუს წოვას რა წესი უნდაო, მაგრამ, დიახ, მასაც აქვს თავისი წესი!
მნიშვნელოვანია პოზა, რომლითაც დედამ პატარას ძუძუ უნდა მისცეს. ბავშვის სწორად ხელში
დაჭერასაც გასწავლით ეს წიგნი და იმასაც, თუ რამდენად სწორად ეჭიდება თქვენი პატარა
ძუძუს. ძუძუს წოვისას არსებობს გარკვეული დაბრკოლებები, რომლის შესახებაც ინფორმაციის
ქონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალნამშობიარევი ქალისთვის.

მტკივნეული დვრილები, ნახეთქები დვრილებზე, სარძევე სადინარის დახშობა, მასტიტი, ძუძუდან რძის
გამოწველა, ძუძუს მასაჟი – ასეთი გართულებები მოსალოდნელია, თუმცა მათი დროული
მიხედვა და სპეცილისტთან კონსულტაციის შედეგად დაგეგმილი მკურნალობა თქვენს ხასიათს
მკვეთრად გააუმჯობესებს.

პატარასთან ერთად არც საკუთარი თავი უნდა დაგვავიწყდეს. მნიშვნელობა არ აქვს
ფიზიოლოგიურად გააჩინეთ ბავშვი, თუ საკეისრო კვეთის შედეგად. ზოგადი სისუსტე და
თავბრუსხვევა, განსაკუთრებით პირველი ორი დღის განმავლობაში, ჩვეულებრივი მოვლენაა და
რაიმე ჩარევას არ საჭიროებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირად ჰიგიენას.
წიგნში მოცემულია შორისის მოვლის წესები და ვარჯიშები მელოგინეებისთვის.

გსმენიათ ტერმინი „ახალშობილის მზითევი?“ – დიახ ეს არის იმ საგანთა სია, რომელიც
გჭირდებათ პატარასთვის. ჩამონათვალი არც ისე ვრცელია, რადგან ჩემი აზრით წიგნის ავტორი
თავისი გამოცდილებით გვიზიარებს, თუ როგორ სწრაფად იზრდება პატარა და რომ ბევრი
ნივთი სულაც არ არის საჭირო.
ტანსაცმლის გარდა გჭირდებათ ბავშვის ოთახი, ბავშის საწოლი, რომელიც უმჯობესია იყოს ხის,
ბავშვის ჰიგიენური მაგიდა, აბაზანა და სხვა. სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ
აღნიშნულ წიგნში და იყიდოთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები.
გამოუცდელ დედას განსაკუთრებით აშინებს ბავშვის ტირილი, რომელიც სხვადასხვა მიზეზით
შეიძლება იყოს გამოწვეული. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბავშვის ტირილსაც ჰქონია
ინტონაციები, რომლითაც შეგვიძლია გავარკვიოთ შია მას, ეძინება, სცხელა თუ რაიმე სტკივა.
როგორ გავარჩიოთ ეს, კარგად არის ახსნილი ამ წიგნში.


მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი დატვირთვა მაინც ჩვენზე, დედებზე მოდის, ძალიან
საინტერესოდ აღწერს წიგნის ავტორი მამისა და შვილის ურთიერთობას. აქ კარგადაა ახსნილი
მამის როლი და მნიშვნელობა და ის, თუ რა შეიძლება ეწყინოს ბავშვის მამას. ფუნქციების
გადანაწილება წყვილს შორის არის ყველაზე კარგი მეთოდი შვილის აღსაზრდელად, რათა ორივე
მშობელმა თანაბრად მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში. ეს კი ხელს უწყობს ბავშვის
სრულფასოვან განვითარებას.
მნიშვნელოვანი საკითხია ბებია-ბაბუას როლი, სადაც მშობელი განსაკუთრებით ყურადღებით
უნდა იყოს, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ ბებია-ბაბუები ძალიან ანებივრებენ პატარას და მათ
ყველაფრის უფლებას აძლევენ. აქ კი დედამ სიფრთხილით უნდა შეძლოს ამ ურთიერთობების
დარეგულირება.
ახალშობილის კანი საკმაოდ ნაზია, მას განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა სჭირდება,
კანზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარმა რომ არ შეგაშინოთ, უმჯობესია იცოდეთ მეტი ინფორმაცია
და შესაბამისად იმოქმედოთ. წამოქაფება-ბოყინი, სლოკინი, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა,
ჩვილთა კოლიკა – მათ შესახებ დაწვრილებით გაეცნობით აღნიშნულ წიგნში და გაიგებთ
ხერხებს, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდეთ თითოეულს.
შვილის შეძენისას სულ სხვა გალაქტიკა იხსნება ქალისთვის. ყველაფერი, რაც ცხოვრებაში
ხდება, განსაკუთრებული აზრითა და შინაარსით არის დატვირთული, მაშინაც კი, როცა
სრულიად ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენების სახე აქვს. ჩვენ, ადამიანების დიდი
უმრავლესობა, ასევე ვიღებთ მას, როგორც ჩვეულებრივს, ბანალურს და გულგრილად
ჩავუვლით გვერდით სამყაროს ვინ იცის რამდენ საიდუმლოსა თუ სასწაულს. პაწაწინას

მოვლინებაც ხომ ნამდვილი სასწაულია?! მჯერა, რომ ამ მოვლენის შესაცნობად წიგნი „პაწაწინა“
საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ.
ბედნიერ დედობას გისურვებთ!

წიგნის შეძენა შეგიძლიათ მაღაზია „შაქრო ბაბუაში“

https://clck.ru/Z8WuA

ფასდაკლებით www.booksale.ge -ზე:
https://clck.ru/Z8Wmx
ასევე ყველა წიგნის მაღაზიაში.

 

მასალა მოამზადა: ხატია (ლილი) ალფაიძემ

რედაქტორი: გვანცა ჯვარიძე

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here