გამაოგნებელი ამბავი, ორსულმა სამსახურში წყლები დაღვარა მის უფროსს “ეშმაკს” უწოდებენ

ორსულთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, ორსულის სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს

“ორსული ქალი იძულებული გახდა სამსახურეობრივი მოვალეობა ბოლომდე შეესრულებინა, მიუხედავად იმისა, რომ მან წყლები დაღვარა”, წერს Twitter- ის მომხმარებელი. ამ ინციდენტმა მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა, საზოგაოება ალაპარაკდა იმ მძიმე სამუშაო ვალდებულებებზე, როდესაც დამსაქმებელები უხეშად არღვევდნენ დაქირავებულთა უფლებებს და უგულებელყოფდნენ მათ პირად ჯადნმრთელობას.

Twitter- ის მომხმარებელმა,  ქრისტინე კარილომ, გაუზიარა საზოგადოებას კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან სისასტიკისა და მისი მეგობრის ჯანმრთელობის ეჭვქვეშ დაყენების ინციდენტი. სოციალურ ქსელში მან განმარტა, თუ როგორ დაღვარა მისმა მეგობარმა წყლები საბჭოს სხდომის დროს და თუ როგორ ესაჭიროებოდა მას სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა. მიუხედავად ამისა, წამყვანი ინვესტორი დაჟინებით მოითხოვდა შეხვედრის დასრულებას, რამაც ფეხმძიმე ქალის მანქანაში მშობიარობა გამოიწვია, სწორედ მაშინ როდესაც იგი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე იყო.

კომპანიის არაადამიანური საქციელით გაოგნებულმა ქრისტინმა დაწერა:

”დავინახე ჩემმა თანამშრომელმა (მეგობარმა) წყალი, როგორ დაღვარა საბჭოს სხდომაზე. ის ამბობს: ”საავადმყოფოში უნდა წავიდე, წყლები ახლახან დავღვარე!” ცნობილი ფონდის წამყვანი ინვესტორი ამბობს: ”კარგი, მაგრამ შეგვიძლია ჯერ შეხვედრა დავამთავროთ?” მან დაასრულა საბჭოს სხდომა და მანქანაში, როდესაც საავადმყოფოში მიდიოდა გააჩინა ბავშვი.”

წყარო: News 18

სამედიცინო ჟურნალისტი: გვანცა ჯვარიძე

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here