“გრიპის ვირუსმა შესაძლოა ორსულობის შეწყვეტაც კი გამოიწვიოს”

0
2004

გრიპი და გაციება  ზამთრის სეზონში  აქტიურად იჩენს თავს! განსაკუთრებით საფრთხილოა ბავშვებსა და ორსულებში, ვინაიდან იმუნური სისტემა ორივე შემთხვევაში დაქვეითებულია და მარტივად ერევა ორგანიზმს. გარდა ვირუსის პერიოდისა, შემდგომი პერიოდიც არანაკლებ მნიშვნელოვნად საყურადღებოა, რადგან არაერთხელ გვსმენია იმ გართულებებზე რაც ვირუსის გადატანამ ორსულებში, ნაყოფის სხვა და სხვა პათოლოგიები, დეფექტები და ორსულობის დანაკარგიც კი გამოუწვევია.
მსგავსი სავალალო შემთხვევებისგან თავი, რომ დაიზღვიოთ აუცილებელია ანალიზებთნ ერთად ჩაიტაროთ ექოსკოპიური კვლევა, მიმართოთ ექოსკოპისტს რათა სპეციალისტის მიერ მოხდეს ნაყოფის ზოგადი მდგომარეობის შეფასება. სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად საშიშია გრიპის ვირუსი ორსულობის დროს, ვირუსის გადატანიდან როდის უნდა მივმართოთ ექოსკოპისტს და რა სავალალო მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეს ქალბატონი, რეკომენდაციას და  კომპეტენტურ რჩევებს მოგვცემს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ექოსკოპისტი, ლანა ეზიეშვილი.

 -რა  უნდა იცოდნენ ორსულებმა, გრიპის შესახებ?

გრიპი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება.იმისთვის, რომ ორსულს გრიპი არ დაემართოს, მთავარია ამის პრევენცია, ანუ თავის დაცვა. პირბადე, ხელების ხშირი დაბანა და ჰიგიენა, ამასთან ერთად კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად რეკომენდირებულია ვაქცინა, სეზონურ გრიპთან დაკავშირებით.

  -რა სიმპტომები ახლავს ვირუსს და მისი გამოვლენის რა ეტაპზეა საჭირო ექიმ-რადიოლოგის ჩარევა?

გრიპის სიმპტომებია:სურდო, ხველა, ყელის ტკივილი, ტემპერატურა, სახსრებისა და კუნთების  ტკივილი. საერთო სისუსტე. ნებისმიერი ამ სისუსტის გამოვლენისას, ორსულმა დაუყოვნებლად უნდა მიმართოს ექიმს (ინფექციონისტს) რადგან თავიდან აიცილოს, შემდგომი გართულებები. ნაყოფის მდგომარეობის შესაფასებლად კი აუცილებელია ულტრაბგერითი გამოკვლევა. იმისთვის, რომ დეტალურად შეფასდეს ნაყოფის მდგომარეობა, მისი ორგანოები და ამნიოტური სანაყოფე წყლების ინდექსი და სტრუქტურა.

– ახალი ტექნოლოგიების საშუალებით, შესაძლებელია თუ არა, რომ დროულად დავადგინოთ, თუ რამდენად იმოქმედა ვირუსმა ნაყოფზე?

ჩვენს კლინიკაში, თანამედროვე ტექნოლოგიები და უახლესი აპარატურა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დაწვრილებით და დეტალურად შევისწავლით ნაყოფის ორგანოები და თავიდან ავიცილოთ, მთელი რიგი გართულებები, რომელიც გრიპის გადატანის შემდეგ იჩენს თავს.

-რას ურჩევდით მომავალ დედებს?

მომავალ დედებს ვურჩევდი რომ ეცადონ, თავი დაიცვან სეზონური გრიპისგან. მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, თავი დაიცვან ჰიგიენით და ვაქცინით. ვირუსის განვითარების შემთვევაში მიმართონ ინფექციონისტს, ხოლო გრიპის გადატანის შემდეგ, აუცილებლად მიმართონ რადიოლოგს, რადგან დეტალურად მოხდეს ნაყოფის მდგომარეობის გამოკვლევა და გინეკოლოგთან ერთად შეფასდეს ორსულობის მიმდინარეობა.

ხელების ხშირი დაბანა და ჰიგიენა. ამასთან ერთად კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად რეკომენდირებულია ორსულობის დროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.

–  რატომ  არის ორსულებისთვის გართულებების მაღალი რისკი?

ორსულობა არის ფიზიოლოგიური იმუნოდეფიციტის მდგომარეობა. შესაბამისად დაწეული იმუნიტეტის ფონზე, ადვილად ხდება მათი დაინფიცირება.

–  რა  გავლენას ახდენს, გრიპი ორსულობაზე?

გრიპი, ისევე როგორც ნებისმიერი ვირუსი უარყოფით გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე. ვირუსმა შესაძლოა ნაყოფის ემბრიოგენეზზე ანუ ორგანოების ჩამოყალიბებაზე იმოქმედოს და შესაძლოა ორსულობის შეწყვეტაც კი გამოიწვიოს.

ექიმთან კონსულტაციისთვის დარეკეთ ნომერზე:

+995 577 45 35 35  (032) 2 61 01 01

ჟურნალისტი: თაკო ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here