დააზღვიე შენი შვილის სიცოცხლე “ჯეოქორდი • Geocord”- თან ერთად

0
538

“დააზღვიე სიცოცხლე”, ცოტა უცნაურად ჟღერს არა?- მაგრამ შესაძლებელია. თანამედროვე მედიცინა ფანტასტიკის სფეროს ემსგავსება, დღესდღეობით „შეუძლებელია“ სიტყვა ჩაანაცვლა „შესაძლებელია“-მ, მაგრამ მეცნიერებს წინ კიდევ ბევრი რამ აქვთ გამოსაკვლევი…

სიცოცხლის დაზღვევაზე თუ საკითხი დადგა, ალბათ ნებისმიერი მშობელი ამას შვილისთვის ისურვებს. შვილი ხომ სამყაროს ცენტრია, მიზეზი სიცოცხლის, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ “დაზღვევა” სიტყვა სრული მნიშვნელობით უნდა გაიაზროთ და საქმეს ორსულობიდანვე შეუდგეთ.

როგორ?- ჭიპლარის სისხლის ბანკის ჯეოქორდი • Geocord-ის დახმარებით!

 ჩვენ მკითხველს უკვე მივაწოდეთ წინა სტატიებში ინფორმაცია ჭიპლარის უნიკალურობაზე, მაგრამ დღეს გთავაზობთ ინტერვიუს კონკრეტულად, “ჭიპლარის სისხლის ბანკი- ჯეოქორდი • Geocord”-ის  სამედიცინო დირექტორთან,გოჩა შათირიშვილთან.

  • ბატონო გოჩა, რას სთავაზობს ჭიპლარის სისხლის ბანკი ორსულებს და როგორ ხდება ჭიპლარის სისხლის შენახვა?

ჭიპლარის სისხლის ბანკი გთავაზობთ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ხანგრძლივი დროით შენახვას. ჭიპლარის სისხლის შეგროვება ხდება მშობიარობისთანავე, მას შემდეგ, რაც ჭიპლარი გადაიკვეთება, გადაიკვანძება. სასურველია, ეს მოხდეს მშობიარობიდან 5-15 წუთის განმავლობაში. ჭიპლარის სისხლის შეგროვება ხდება როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობის, ასევე საკეისრო კვეთის შემდგომაც.

  • რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება ჭიპლარის სისხლი?

ჭიპლარის სისხლის გამოყენება შესაძლოა მრავალი დაავადების დროს, სიცოცხლის ნებისმიერ მონაკვეთში, თუკი ამის საჭიროება დადგება. ის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრულფასოვანი ალტერნატივაა და 33 წელია გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა:

  • მწვავე-ქრონიკული ლეიკემიები და ლიმფომები
  • მიელომური დაავადება
  • თანდაყოლილი ანემიების
  • თანდაყოლილი იმუნოდეფიციტების
  • თალასემია და ნამგლისებრი ანემია
  • იშვიათი გენეტიკური დაავადები (ლიპიდოზები და მუკოპოლისაქარიდოზები).

ბოლო 15 წელია აქტუალური გახდა ჭიპლარის სისხლის გამოყენება რეგენერაციულ მედიცინაში, განსაკუთრებით ნეიროგანვითარების დაავადებების, ასევე აუტიზმისა და ცერებრული დამბლის დროს.  იშემიური ინსულტი სამკურნალოდ გამოყენებისას, კვლევები ჩატარდა შაქრიანი დიაბეტი, სმენის შეძენილი დაქვეითების, გულის გარკვეული ტიპის მანკების სამკურნალოდ და ა.შ.

  • რა არის ღეროვანი უჯრედი?

ღეროვანი უჯრედები ახალგაზრდა მოუმწიფებელი უჯრედია, რომელსაც აქვს თვითგანახლების და ამავდროულად დიფერენცირების უნარი. ღეროვანი უჯრედი წარმოადგენს ყველა ტიპის უჯრედის წყაროს ორგანიზმში, ორგანიზმის რეგენერაციის-აღდგენისა და თვითგანახლების უნარი დიდწილად სწორედ ღეროვანი უჯრედებითაა განპირობებული.

  • როგორ ხდება ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შეგროვება?

როგორც ზემოთ აღინიშნა, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შეგროვება ხდება, უშუალოდ მშობიარობის დროს, როგორც კი მოხდება ჭიპლარის გადაკვეთა და გადაკვანძა, გროვდება  სისხლი, რომელიც პლაცენტაში რჩება და ჩვეულებრივ, ბიოლოგიურ ნაშთად ითვლება. ეს მოცულობა ინდივიდუალურია და საშუალოდ 60-70 მლ, თუმცა შეიძლება 20-200 მლ შორის მერყეობდეს. ეს სისხლი არ აკლდება არც ახალშობილს და არც დედას.

  • შეიძლება თუ არა ჭიპლარის სისხლის გამოყენება დედმამიშვილებზე?

ჭიპლარის სისხლის გამოყენება შესაძლებელია დედმამიშვილისთვის. პირველი ტრანსპლანტაციაც 1988 წელს სწორედ დედმამიშვილის ჭიპლარის სისხლით მოხდა. როცა საუბარია სისხლის დაავადებების მკურნალობაზე, დედმამიშვილებს შორის იმუნური თავსებადობა, ე.წ. HLA-სისტემის თანხვედრა უნდა იყოს 100%-იანი სამი პარამეტრის მიხედვით, რაც შემთხვევათა ¼ ში ხდება. თუ აუტიზმის ან ცერებრული დამბლის მკურნალობაზეა საუბარი, აქ 50%-იანი თანხვედრაც საკმარისია, რაც შემთხვევათა ¾ -შია, რაც ზრდის ჭიპლარის სისხლის გამოყენების შანსებს.

  • რა კვლევები უტარდება ჭიპლარის სისხლს და არსებობს თუ არა შემთხვევა, როდესაც ის გამოუსადეგარია

ჭიპლარის სისხლს ვიკვლევთ მიკრობიოლოგიურად (აერობი, ანაერობი ბაქტერიები და სოკოები), ვირუსოლოგიურად, სიხოხცლისუნარიანობაზე, ვახდენთ იმუნოფენოტიპირებას ღეროვანი უჯრედების რაოდენობრივი და პროცენტული შემადგენლობის დასადგენად.

თუ გარკვეული მიზეზების გამო სისხლის მოცულობა დაწესებულ სტანდარტზე ნაკლებია, ან ჭიპლარის სისხლი არ აღმოჩნდა სტერილური, საკითხს ვიხილავთ მშობლებთან ერთად და მათთან ერთად ვწყვეტთ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შემდგომი შენახვის საკითხს.

  • ჭიპლარის სისხლის შენახვის თაობაზე რამდენი ხნით ადრე უნდა მოხდეს ორსულის მხრიდან მომართვა?

სასურველია მშობიარობამდე, რომ მოხდეს ყველა საკითხის მშვიდ გარემოში განხილვა და ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა, თუ შენახვის გადაწყვეტილება მშობლებმა უშუალოდ მშობიარობის წინ მიიღეს, შესაძლებელია ხელშეკრულების მშობიარობის მომდევნო დღეს გაფორმებაც.

  • რამდენი ხნის განმავლობაში ინახება ჭიპლარის სისხლი ბანკში? 

ჭიპლარის სისხლის შენახვა შესაძლებელია უსასრულოდ, კლიენტის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, სანამ მას ამის სურვილი ექნება.

  • რა მნიშვნელობა აქვს ჭიპლარის სისხლის შენახვის წესების დაცვას?

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები ხანგრძლივი დროით შენახვას კრიოკონსერვაცია ეწოდება. სწორად შენახვა უზრუნველყოფს უჯრედების მაღალ სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას, რაც წარმატებული გადანერგვის წინაპირობაა. სწორად შენახვა გულისხმობს უჯრედების შენახვა -130°C დაბლა. როგორც წესი, ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს ინახავენ უწყვეტად თხევად აზოტში, ორთქლის ან თხევად ფაზაში, სადაც ტემპერატურა -160°C – 196°C -ია.

  • რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში მცხოვრები მოსახლეობისთვის?

ჩვენს ბანკში „ჯეოქორდი“ შენახვის ღირებულება პირველ წელს შეადგენს 780 ევროს ექვივალენტს ლარში, ყოველ მომდევნო წელს კი წელიწადში ერთჯერადად 100 ევროს ექვივალენტს ლარში. პირველ წელს კლიენტებს ვთავაზობთ ერთწლიან უპროცენტო შიდა განვადებას.

  • და ბოლოს, რას ურჩევთ მომავალ მშობლებს?

მშობლებს ვურჩევდით, თუ მათ აქვთ საშუალება, არ დაკარგონ შანსი და შეუნახონ მათ ახალშობილებს ჭიპლარის სისხლი, რომ უზრუნველჰყონ თავიანთი შვილების ჯანმრთელი მომავალი.

facebook-   https://www.facebook.com/Geocord/photos/4184919388228581

სხვა დეტალებისთვის დარეკეთ ნომერზე +995 574 104 940

მასალაზე მუშაობდა: გვანცა ჯვარიძე

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here