თუ პატარას სუნთქვა უჭირს- ნიზიტა დაგეხმარებათ!

ის რამაც სეზონი არ იცის ბავშვებში, ცხვირში სისველე, გაჭედვა, ლორწოვანის გამოშრობა და გაღიზიანებაა. ეს ყოველივე, პატარებისთვის არა მხოლოდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული არამედ  სტრესთანაც. რაც უფრო პატარა ასაკისაა ბავშვი მით უფრო უჭირს ამ მდგომარეობასთან შეგუება. ამიტომ ნებისმიერი პედიატრი პირველ დახმარებად ცხვირის წვეთებს ნიშნავს.

ყველა დედის აფთიაქში აუცილებელია 1 ისეთი ცხვირის სპრეი იდოს, რომელიც 0+ ასაკიდან გამოიყენება, არის უსაფრთხო და ეფექტური. სწორედ ასეთი უნივერსალური პროდუქტია “ნიზიტა”-ს სპრეი და მალამო.

რატომ ნიზიტა? გაეცანით ნიზიტას მალამო და სპრეის შესახებ მოკლე ინფორმაციას:

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები

რას შეიცავს ნიზიტა ცხვირის მალამო?

100გ მალამო შეიცავს 2,8გ ნატრიუმის ქლორიდს და 7,2 გ ნატრიუმის ბიკარბონატს. 

სხვა კომპონენტები: ლანოლინის ალკოჰოლი, ლიმონის ზეთი, თეთრი ვაზელინი

 

რას შეიცავს ნიზიტა ცხვირის სპერი?

1 მლ იზოტონური ხსნარი შეიცავს 3,3 მგ ნატრიუმის ქლორიდს და 8,3 მგ ნატრიუმის ბიკარბონატს. სხვა კომპონენტები: გამოხდილი წყალი.

 

როდის გამოიყენება ნიზიტა ცხვირის მალამო და სპრეი?

  • ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალის დროს
  • ცხვირის გაჭედვა, მაგ. სურდოს დროს დამხმარე თერაპიისთვის
  • ცხვირის ლორწოვანი გარსის გასაწმენდად და დასატენიანებლად,

მაგ. ოთახში მშრალი ჰაერის დროს

  • ფუფხებისა და ქერქის ფენების დასარბილებლად და
  • მოსაცილებლად

ნიზიტა ცხვირის მალამო და სპრეი განკუთვნილია მოზრდილებისთვის, ბავშვებისა და ჩვილებისთვის

დამატებით ინფორმაციები ნიზიტას შესახებ ცხვირთან  დაკავშირებით:

სასუნთქი გზები ლორწოვანი გარსითაა ამოფენილი, რაც სასუნთქი ორგანოების სრულყოფილ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ზემო სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში განთავსებულია ჯირკვლოვანი უჯრედები და ეგრეთ წოდებული მოძრავი წამწამები (წამწამები). ადენოციტები წარმოქმნიან სითხეს (სეკრეტს), რომელიც ჩასუნთქულ ჰაერს (დღეში დაახლოებით 10.000 ლიტრი) ატენიანებს და ასუფთავებს მტვრის, ჭუჭყისა და მიკრობებისაგან.  მუდმივად მოძრაობაში მყოფი წამწამების ფუქციაა შემოჭრილი უცხო სხეულის ტრანსპორტირება გარეთ ან – ყელის გავლით  – კუჭისაკენ. ლორწოვანი გარსის გამოშრობისას მათი ფუნქცია ირღვევა და შედეგად ადვილდება მიკრობების შეღწევა, ასევე ქვეითდება სუნისა და გემოს აღქმის უნარი. გარდა ამისა ცხვირის სიმშრალე იწვევს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.         

ლორწოვან გარსის სიმშრალის შესაძლო მიზეზები: 

  • გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები
  • გარკვეული დაავადებები, როგორიცაა მაგ. დიაბეტი ან რევმატიული დაავადებები, იწვევს ასევე ლორწოვანი გარსის სიმშრალეს.  
  • ოთახები, სადაც იყენებენ გამათბობელს და კონდიციონერს
  • მტვერი და სხვა გამაღიზიანებელი ნივთიერებები
  • ასაკთან დაკავშირებული ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

რეკომენდაციები და მკურნალობის შესაძლებლობები:

მარილის (ნატრიუმის ქლორიდი) სამკურნალო ეფექტი ადამიანების მიერ უკვე საუკუნეებია გამოიყენება. მარილის შემცველ ზღვის ჰავაზე ან ისეთ კურორტებზე ყოფნა, სადაც მარილის შემცველი წყაროს წყალი შხეფსაცივარზე ორთქლდება, სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევაში იწვევს დაავადების შემსუბუქებას. სპრეიში შემცველი მარილები, მისი ჰიგროსკოპიული ზემოქმედების საფუძველზე ქმნის ტენიან გარემოს ცხვირის ღრუში.   


https://www.facebook.com/nisita.geo/

 

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here