კალციუმის მნიშვნელობა ორსულის ორგანიზმში!

0
110

 ორსულის კვება, რომ უნდა იყოს დაბალანსებული, ვიტამინებით სავსე და ჯანსაღი, ეს ალბათ ახალი არავისთვის არ არის, მაგრამ რომელი ელემენტი რა როლს ასრულებს ოსრულის ორგანიზმში, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს მისმა დეფიციტმა ნაყოფსა და დედაზე, ბევრმა შეიძლება არც იცოდეს.

დღეს სტატიაში ვისაუბრებთ პროფესიონალ გინეკოლოგთან, ძალიან მნიშვნელოვან ელემენტზე, რომელიც პასუხს აგებს ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაზე და სხვა მრავალ აუცილებელ პროცესზე. ეს გახლავთ კალციუმი,  კითხვებზე პასუხები კი მეან-გინეკოლოგი, ირმა ბარბაქაძისგან მივიღეთ.

 –ქალბატონო ირმა, რა არის კალციუმი და რა როლს ასრულებს ორგანიზმში?

კალციუმი ლითონია – რომელიც ბუნებაში, სუფთა სახით არ გვხვდება. ორგანიზმს წარმოქმნა თავად არ შეუძლია. კალციუმი არაა მხოლოდ ძვლების საშენი მასალა, მათი იონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, როგორც კუნთოვან შეკუმშვებში ასევე ჰორმონების პროდუქციაში.

არსებობს მდგომარეობები, როცა გაზრდილია კალციუმზე ორგანიზმის მოთხოვნილება, ასეთი ფაქტორებია: ორსულობა, ლაქტაცია, ჰორმონალური დეფიციტი და ა.შ.

რა დამახასიათებელი ნიშნები ახასიათებს კალციუმის ნაკლებობას ორგანიზმში?

არსებობს კალციუმის ნაკლებობის  არასპეციფიური და კლინიკური ნიშნები: არასპეციფიური ნიშნებია- საერთო სისუსტე, კანის სიმშრალე, თმების ცვენა, ოფლიანობა კლინიკური ნიშნებია: ძვლების ტკივილი, კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება, კბილების გამოფიტვა, მენჯის და კიდურების დეფორმაცია.

 რა მნიშვნელობა ენიჭება კალციუმს ორსულობის დროს?

ძვლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან იწყება,ორსულობის მე-8 კვირიდან ნაყოფის ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ჩამოყალიბება იწყება.

ნაყოფისთვის კალციუმის წყარო დედის მიერ მიღებული საკვები და კალციუმის დანამატებია. ორსულობას, როგორც წესი თან სდევს კალციუმის ცვლის დარღვევა. როცა საკვებიდან ვერ  ხდება სათანადო გაჯერება,იწყება კალციუმის ძვლებიდან „მოპარვა“. დედის სხეული მეტ ესტროგენს  გამოიმუშავებს რაც ძვლების გამოფიტვის დამცავი მექანიზმია, მაგრამ აუცილებელია მაინც კალციუმის დანამატით შევსება.

რას გვეტყვით კალციუმის დანამატებზე?

კალციუმის დანამატის ორი ძირითადი ფორმაა, კალციუმის კარბონატი და კალციუმის ციტრატი.ცკარბონატი უკეთ შეიწოვება საკვებთან ერთად, ციტარატი კი უფრო ძვირად ღირებულია, ის  კარგად შეიწოვება ცარიელ კუჭზე და მჟავიანობის დაქვეითების დროსაც. უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რათა კალციუმი იქნას ათვისებული არის D ვიტამინი. აუცილებელია D ვიტამინის განსაზღვრა და შესაბამისი დეფიციტის აღმოფხვრა, რომ კალციუმი უკეთ იქნას ორგანიზმში შეწოვილი. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრაც.

ორსულობის რა ვადაზეა რეკომენდირებული კალციუმის მიღება და რა დოზას უნდა შეადგენდეს ის?

    ორსულებში კალციუმის დანიშვნა უპრიანი 24-28-ე კვირაზეა! ორსულის სადღეღამისო დოზა 1000-1200მგ შეადგენს, რაც სასურველია გადანაწილდეს  და დღის განმავლობაში ორჯერ 600 – 600 მგ მიიღოთ.კალციუმის პრეპარატი, არასარეცეპტო პრეპარატების ნუსხაშია,თუმცა სასურველია ექიმის რეკომენდაციით დანიშვნა. რადგან ორსული, მხოლოდ საკვებიდან ვერ ივსებს კალციუმს. თუმცა საკვებიც თავის მხრივ ეხმარება ორგანიზმს კალციუმის შენარჩუნებაში.

რომელი საკვებია რეკომენდირებული, ორგანიზმში კალციუმის შესანარჩუნებლად?

საკვები პროდუქტები, რომელიც გაჯერებულია კალცით და დაგეხმარებათ კალციუმის შევსებაში არის: რძის პროდუქტები (რძე, ყველი, მაწონი, ხაჭო…) გამომდინარე ოსრულის პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებისა( აუტანლობა, ალერგია…) შესაძლოა ასევე მცენარეული საკვების ჩანაცვლებაც: კომბოსტო, ბროკოლი, პარკოსნები, თხილეული, მარცვლეული კულტურები.

-როგორ უნდა მოიქცეს ორსული, რომ არ გამოეპაროს რომელიმე უარყოფითი ცვლილება ?

მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს, ის აუცილებლად მიგანიშნებთ პრობლემაზე. ასევე, დროული ვიზიტი გინეკოლოგთან, სწორი კვება, ჯანსაღი აზრი ორსულობაზე და დედობაზე მნიშვნელოვანია მუცლადყოფნის პერიოდიდანვე. ნაკლები პანიკა, მეტი ინფორმაციის მოძიება და მუდმივი კავშირი პირად გინეკოლოგთან, რომელსაც ენდობა, არ მისცემს შეცდომის დაშვების საშუალებას მომავალ დედას.

ექიმთან ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: +995 574 10 49 40 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here