კანის ქავილი და სტრია ორსულობის დროს

0
139

კანის ქავილი, გაღიზიანება, სიწითლე და სხვა მრავალი უსიამოვნო შეგრძნება შეიძლება დაეუფლოთ ქალბატონებს განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში. იმისთვის, რომ თავიდან შეძლოთ თავიდან არიდება ზემოდჩამოთვლილი სიმპტომების, აუცილებელია იცოდეთ თუ როგორ მოუართ კანს ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში. უფრო დეტალურად გვესაუბრება კლინიკა Hairline International  ის დერმატოლოგ-ტრიხოლოგი, ქალბატონი მაია პაიკიძე!

 

რატომ აღენიშნებათ კანის ქავილი ორსულობის დროს?

 ორსულობის დროს კანის ქავილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რაც საკმაო დისკომფორტს უქმნის ორსულს.

ქავილის მიზეზი არის სისხლის მომარაგების გაზრდა კანის შრეებში, კანის სიმშრალე, აგრეთვე კანის დაჭიმვა -რაც გამოწვეულია მუცლის ზრდით. ძირითადათ ქავილი ლოკალიზებულია ზურგისა და მუცლის არეში, თუმცა ვრცელდება კანის სხვა მონაკვეთებზეც. ეს საშიშ მდგომარეობას არ წამოადგენს თუმცა ზოგჯერ იმდენად შემაწუხებელია, რომ აუცილებელია შესაბამისი საშუალებების გამოყენება პრობლების მოსახსნელად.

 – რა  საშუალებები უნდა გამოვიყენოთ ქავილის მოსახსნელად?

პირველ რიგში, აუცილებელია კანის დატენიანება ვინაიდან ორსულობის დროს კანი უფრო მეტად შრება. დამატენიანებელი და სტრიების საწინააღმდეგო საშუალებების არჩევის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ მის შემადგენლობას, უმჯობესია თუ ის იქნება არომატის გარეშე, ასევე ბოლო კვლევების თანახმად დადგინდა E ვიტამინის მნიშვნელობა აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, ვინაიდან ის არის მძლავრი ანტიოქსიდანტი, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხსნის გაღიზიანებას, სიწითლეს, სიმშრალეს და ქავილს. ის აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და უნარჩუნებს ტენიანობას.  ხსნის არამარტო ქავილის სიმპტომს, არამედ  ხელს უშლის სტრიების გაჩენას, ვინაიდან ასტიმულირებს უჯრედების ზრდას, სწორედ ამიტომ დამატენიანებელი და სტრიების საწინააღმდეგო საშუალებების შერჩევის დროს კარგი იქნება თუ მასში E ვიტამინის მაღალი შემცველობა იქნება.

– სეზონის ცვლილებას აქვს თუ არა მნიშვნელობა კანის დატენიანების მხრივ ან კანის ტიპს თუ უნდა მივაქციოთ ამ დროს ყურადღება?

მშრალი კანი მუდმივად საჭიროებს დატენიანებას, განსაკუთრებით შემოდგომა, ზამთრის პერიოდში.

მშრალი კანი ნაკლებად ელასტიურია, ვიდრე კარგად დატენიანებული კანი. დატენიანებული კანი ხელს უშლის სტრიის გაჩენას, რადგან შეუძლია ადვილად მოერგოს სხეულის წონის და ფორმის ცვლილებას. წონის მატება ხშირია სწორედ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, წონის მატება სტრიის გაჩენის ხელშემწყობი ფაქტორია.

– რატომ ჩნდება სტრია?

სტრია წარმოადგენს კოსმეტიკურ დეფექტს. გამოვლინდება მოვარდისფრო-მოიისფრო ფერის, ხაზოვანი ფორმის კანის  ნაწიბუროვანი ცვლილებით. შემდეგ კანი იცვლის ფერს და სტრია ხდება თეთრი ფერის.  წარმოიქმნება კანის გაჭიმვის შედეგად მაგ: ორსულობა, წონის მატება და ა.შ. ის შეიძლება გაჩნდეს მედიკამენტების მიღების და სხვადასხვა დაავადებების დროს. გამოვლინება დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზეც.

ხშირად გვხვდება მკერდის, მუცლის, თეძოს, ბარძაყების და დუნდულების არეში.

– რა ასაკიდან შეიძლება წარმოიშვას სტრია?

სტრია შეიძლება გაჩნდეს სქესობრივი მომწიფების პერიოდში

ეს შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ჰორმონულმა ცვლილებებმა, ასევე ზრდამ და წონის ცვალებადობამ რაც ამ ასაკში ხშირია.

 – რა ასაკიდან არის შესაძლებელი სტრიების საწინააღმდეგო საცხების გამოყენება ?

როგორც ავღნიშნე სტრია შეიძლება გაჩნდეს სქესობრივი მომწიფების პერიოდში,  ასაკის მიუხედავათ გამოვლენისთანავე უნდა დავიწყოთ სტრიის საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებების გამოყენება.

 – შეიძლება თუ არა თავიდან იქნას აცილებული ნახეთქების გაჩენა?

დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციას. გარდა სტრიების საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისა, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, წონის შენარჩუნება, სწორი კვება, საჭირო რაოდენობის ვიტამინების, მიკროელემენტების და სითხის მიღება.

გამოიყენება სტრიების კორექციისთვის
ვეა “ლიპოგელი”.გამოიყენება სტრიების კორექციისთვის.

იმ შემთხვევაში თუ უკვე გაჩენილია სტრია შეიძლება თუ არა შევამციროთ რაიმე გზით?

პრობლემაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ თავიდანვე, რადგან უკვე გაჩენილი სტრიის დროს, თუ ეს სტრია დიდი ხნის წინ გაჩნდა სასურველი შედეგის მიღწევა რთულია.

სტრიების საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებების გარდა არსებობს მკურნალობის რამდენიმე ეფექტური მეთოდი: ინექციური მეთოდი, ლაზერული თერაპია, მიკროდერმაბრაზია და სხვა.

რა სიმპტომები ერთვის წინ სტრიების გაჩენას, როგორ ამოვიცნოთ?

სტრიის გაჩენამდე კანი კარგავს სიმკვრივეს, იჭიმება, ხდება თხელი და ვარდისფერი. შეიძლება თან ახლდეს კანის გაღიზიანება და ქავილი.

"E" ვიტამინის კონცენტრატი
ვეა “სპრეი”,“E” ვიტამინის კონცენტრატი, ქავილის საწინააღმდეგო.

რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტრიების ხანდაზმულობას მკურნალობის დაწყებამდე?

მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია სტრიების ხანდაზმულობაზე, მისი ეფექტურობაც დამოკიდებულია სწრაფად დაწყებულ მკურნალობაზე სტრიის შემჩნევისთანავე.

თუ სტრიის გაჩენიდან დიდი დროა გასული, ის რთულად ემორჩილება მკურნალობას.

 

                 ექიმთან ვიზიტზე ჩასაწერათ დარეკეთ  0322 30 00 30

https://www.facebook.com/Veageorgia/

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here