მელაქიდის წვეთები თქვენი შვილის მშვიდი ძილისთვის

0
524

თუ თქვენს პატარას უჭირს ჩაძინება, აწუხებს ხშირი შეფხიზლება, აქვს დარღვეული ძილის რეჟიმი, მაშინ მელაქიდის წვეთები ყველაზე უსაფრთხო გამოსავალია, იგი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, სადაც ძირითადი მოქმედი ნივთიერება “მელატონინი” და (ჰორმონი რომელიც ყველა ადამიანის ორგანიზმშია), ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტები, რის გამოც პრეპარატზე მიჩვევა გამორიცხულია.

შემადგენლობა:

პრეპარატის 20 წვეთი შეიცავს: მელატონინი 1 მგ, პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი 25 მგ, ცაცხვის მშრალი ექსტრაქტი 25 მგ, გვირილის მშრალი ექსტრაქტი 25 მგ, კალიფორნიული ყაყაჩოს მშრალი ექსტრაქტი 25 მგ, მაგნიუმის ოქსიდი 22.5 მგ (მაგნიუმის ოქსიდის სახით, 6 % სადღეღამისო კვებითი მოთხოვნილების), კამის ნაყოფის ეთერზეთები 10 მგ; დამხმარე ნივთიერებები: არომატიზატორი, მცენარეული გლიცერინი, ქსანტანის გუმფისი, კალიუმის სორბიტი, წყალი.

ბიოლოგიური თვისებები:

მელაქიდის ეფექტურობა განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტების კომპლექსური მოქმედებით. მელაქიდის შემადგენლობაში შედის მცენარეული ექსტრაქტები, მცენარეული წარმოშობის ეთერზეთები, მაგნიუმი და მელატონინი. პასიფლორა, ცაცხვი და კალიფორნიული ყაყაჩო ხელს უწყობს რელაქსაციას (რის გამოც აქვს გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი) და დადებითად მოქმედებს ძილზე. პასიფლორას ექსტრაქტს აქვს მსუბუქად გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი ნევროზის, შფოთვის და უძილობის დროს, ასევე გამოიყენება ნევროგენული წარმოშობის კუჭ-ნაწლავის დარღვევებისას. ცაცხვის ფოთლები გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევისას, რაც დაკავშირებულია მღელვარებასთან, ღებინებასა და პალპიტაციასთან. გვირილას ყვავილები – ნერვული დაძაბულობის და შფოთვისას, ასევე უძილობის დროს. კალიფორნიული ყაყაჩო ტრადიციულად ცნობილი იყო როგორც უსაფრთხო საძილე საშუალება და როგორც საუკეთესო იარაღი ყივანახველის დროს, მოზრდილებში კი როგორც საანესთეზიო და საძილე საშუალება. იგიGგამოიყენება ნეიროტონული მდგომარეობების დროს მოზრდილებსა და ბავშვებში, განსაკუთრებით ზომიერად გამოხატული ძილის დარღვევების დროს.  კამის ნაყოფის ეთერზეთები ფართოდ გამოიყენება შინაგანი ორგანოების სპაზმური ტკივილის დროს. მაგნიუმი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია, იგი მონაწილეობს სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესებში, როგორიცაა მეტაბოლიზმი, ნუკლეინის მჟავებისა და ცილის სინთეზი. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების შეკუმშვისას (მათ შორის  გულის კუნთის შეკუმშვა) და ხელს უშლის კუნთის დაღლილობას და სპაზმს. მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც სინთეზირდება ჯალღუზისებრ სხეულში (ეპიფიზი), ის ზეგავლენას ახდენს ცირკადულ რითმებზე, ამცირებს ჩაძინების წინა დროს.

ჩვენებები:

მელაქიდი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
ძილის ხარისხის გაუმჯობესება
ფიზიოლოგიური ჩაძინების პროცესის დაჩქარება.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ან ალერგიული რეაქცია პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. Aარ გამოიყენება ხანგრძლივი დროით ექიმის კონსულტაციის გარეშე

დოზირება:

ექიმის მიერ განსაკუთრებული მითითების არარსებობის შემთხვევაში, მელაქიდი ინიშნება 10 წვეთი 1-2 ჯერ დღეში (ძილის წინ ან საჭიროებისას). წვეთები შეიძლება გაიხსნას კოვზზე წყალში ან წვენში, ან ჩაეწვეთოს პირის ღრუში. გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონი შეინჯღრეს.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:

3 წელი

არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის ფორმა:გაიცემა ურეცეპტოდ.

გამოშვების ფორმა:

მელაქიდი, წვეთები პერორალური 30 მლ შუშის ფლაკონში, საწვეთურ-თავსახურით, შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 მიუხედავად იმისა რომ ყველა ბავშვის ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, გთავაზობთ სტანდარტულ ძილის საათების ცხრილს.

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here