ახალბედა დედებს ზოგჯერ ძალიან უჭირთ ჩვილის მოვლის და პირველადი დახმარების ყველა დეტალის შესწავლა-გათვალისწინება. ამავდროულად ახალბედა დედებში ემოციური ფონი იმდენად გაძლიერებულია, რომ პანიკის საფუძველი შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ. მაგალითად: თუ, პატარას გამოაყარა, საფენ ქვეშ “გამოეწვა”, მიიღო დამწვრობა ან უბრალოდ კანი გაეკაწრა ყველა ჩამოთვლილი პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლოა სხვადასხვა პრეპარატი შეიძინონ.
სინამდვილეში კი ყველაფერი მარტივადაა, ზემოთ ხსენებული შემთხვევებისგან 1 მარტივი პროდუქტით შეგიძლიათ უმკურნალოთ თქვენს პატარას.
თიროსურის ფხვნილი და გელი, დედიკოების დამხმარე!
შემადგენლობა:
1 გ გელი და ფხვნილი შეიცავს მოქმედი ნივთიერებას: ტიროთრიცინი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკი
ჩვენებები:
თიროსური გელი:
ზედაპირული ჭრილობები, ნაკაწრები, პამპერსით გამოწვეული დერმატიტი, მარტივი ჰერპესის დროს ბაქტერიული გართულებების სამკურნალოდ(ტუჩი, ცხვირი) დამწვრობა (თერმული, სხივური, მზით დამწვრობა), გამონაყარი კანზე (ფურუნკული, კარბუნკული), ახალშობილებში ჭიპლარის დაინფეცირების პროფილაქტიკა. თიროსურის გელი იცავს ჭრილობას ინფიცირებისგან და აჩქარებს შეხორცებას
თიროსური ფხვნილი
სველი ჭრილობების და ღია ჭრილობების სამკურნალოდ, ასევე, ნაკერების სამკურნალოდ, ნაწოლების და ტროფიკულ წყლულების დროს, თიროსურის ფხვნილი აჩქარებს ჭრილობას შეხორცებას, რადგან ამცირებს ინფიცირების ხარისხს
თიროსურის ფხვნილი, გელის შესახებ მოკლე ინფორმაცია
ყოველდღიურ ცხოვრებაში კანის დაზიანების თავიდან აცილება დიდი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელია:
აქერცვლა, ნაკაწრები, დაჟეჟილობები, ჭრილობები, დამწვრობები.
ჭრილობის ზედაპირის დაინფიცირება თავიდან რომ ავიცილოთ ან მასში უკვე შეჭრილი ინფექცია დავამარცხოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, გერმანული მედიკამენტი თიროზური*. იგი ორი ფორმით -გელისა და ფხვნილის სახით გამოდის, მოწოდებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში ახალშობილობიდან.
თიროზურის ძირითადი მოქმედი კომპონენტია თიროტრიცინი-ბუნებრივი, ტოპიკური ანტიბიოტიკი. მისი(თიროტრიცინის) მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ ორგანიზმზე ტოქსიკურ ზემოქმედებას არ ახდენს, რადგან სისხლში არ შეიწოვება და მხოლოდ ინფექციის კერის ადგილზე მოქმედებს. აქვს ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი: გრამ(+), გრამ(-) ბაქტერიები, ასევე სოკოების, მათ შორის candida albicans-ის მიმართ.
სისტემური ანტიბიოტიკები, როგორც წესი, ჭრილობაში ახალი უჯრედების წარმოქმნას ამუხრუჭებს, რაც შეხორცების პროცესს ხელს უშლის, თიროზური კი, მათგან განსხვავებით, ჭრილობის ფსკერის გასუფთავების გზით ჭრილობის შეხორცების პროცესს აჩქარებს, ამასთან გრანულაციისა და ეპითელიზაციის პროცესს ასტიმულირებს, რადგან ზრდის ჟანგბადის კონცენტრაციას ჭრილობაში.
თიროზურის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ზედაპირული ჭრილობების, დაინფიცირებული ეგზემის, დამწვრობების დროს, ტროფიკული წყლულების, მათ შორის ვარიკოზისა და შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული წყლულების დროს.
https://www.facebook.com/tyrosur.geo