ორსულობა არც ისე რთულია!

0
1321

გამოუცდელი დედა განსაკუთრებით ღელავს პირველ ორსულობაზე.
ყველა ქალისთვის ორსულობა საოცარ შეგრძნებებს აჩენს, მასში განსაკუთრებული
სითბო, სიყვარული იღვრება და ამ ენერგიებს მთელი არსებით ითავისეს.

ორსულობის ტესტის დადასტურების შემდეგ, პირველი ემოცია აღფრთოვანება და
ღიმილია; ხანდახან ცრემლიც მოჰყვება, თუკი ორსულობას დიდხანს ელოდით და
მრავალგზის არ დასტურდებოდა. შესაძლოა, რამდენიმე ტესტიც გაიკეთოთ
ერთდროულად, თვალებიც მოიფშვნიტოთ, თითქოს ეს ყველაფერი სიზმარი იყოს.
ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს იყოთ ინფორმირებული. ამისთვის დღეს უამრავი
წყარო არსებობს, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს
დასურათებული გზამკვლევი ბავშვის ჩასახვიდან მის დაბადებამდე.
ეს არის უჩვეულო, მე ვიტყოდი ჯადოსნური წიგნი, რომელიც უახლეს სამეცნიერო
გამოკვლევებსა და რეალურ გამოცდილებას ეყრდნობა. ის ერთგული მეგზური
იქნება განაყოფიერებისა და ჩასახვის სტადიიდან, მშობიარობის სასწაულის
დადგომამდე.

დავიწყოთ სულ თავიდან. მხოლოდ ორსულთათვის როდია ეს
ჯადოსნური გზამკვლევი, არამედ იმ ქალებისთვის,
რომლებიც გეგმავენ დაფეხმძიმებას. რა უნდა იცოდნენ
ჩასახვის შესახებ, განაყოფიერების პრობლემები,
ენდომეტრიოზი, საშვილოსნოსგარე ორსულობა,
ფაქტები ინვიტრო განაყოფიერების შესახებ, რჩევები
ჩასახვის შანსების გაზრდაზე; აქ ნახავთ ცხრილს, თუ
რამდენჯერ შეიძლება გქონდეთ სექსი პარტნიორთან,
რათა დადგეს სასურველი ორსულობა.

წიგნის პირველ თავში სწორედ ჩასახვის შესახებ წაიკითხავთ ინფორმაციას –
კვერცხუჯრედისა თუ სპერმის ჯანმრთელობიდან განაყოფიერების პრობლემებამდე.
წყვილისთვის, დიდი ხნის განმავლობაში რომ ელოდება ბავშვის დაბადებას,
მოცემულია ძალზე საინტერესო ფაქტები ხელოვნურ განაყოფიერებაზე და
პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ჩასახვის შანსები.

რა საკვები უნდა მიიღოთ და რა უნდა შეზღუდოთ სასურველი ორსულობის მისაღწევად, აღწერილია მამაკაცების კვების რეჟიმიც, ცხოვრების სტილი, ვარჯიში…

ორი ხაზი წითელია! გილოცავთ, თქვენ მალე დედა გახდებით! სამყაროს ახალსიცოცხლეს აჩუქებთ.

მიუხედავად დიდი სიხარულისა, ქალი ამ დროს გაღიზიანებულია, ეცვლება
ხასიათი. მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან მის ორგანიზმში დიდი ცვლილებები ხდება.
ბევრნაირი შიში არსებობს. უპირველესია: „მე ამას ვერ
შევძლებ“, მაგრამ რეალურად, მომავალ დედას
ყველაფერი შეუძლია. მისი ქვეცნობიერი აკეთებს
ყველაფერს საიმისოდ, რომ პატარა ჯანმრთელი
დაიბადოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, რა ფიქრებსა თუ შიშსაც უნდა ჰყავდეთ მოცული, მარტო
არ ხართ, ვინაიდან ორსულობაზე უამრავი წყარო არსებობს. მათ შორის, ქართულად
ნათარგმნი კლერ პლიმერის წიგნი „ორსულობა არც ისე რთულია“. გულწრფელად
ვამბობ, როცა პირველი შვილი გავაჩინე, ამ წიგნის შესახებ არ გამაჩნდა ინფორმაცია,
ახლახან გავეცანი მას და სერიოზულად გამიქრო ყველა შიში, რაც ორსულობის
დროს მქონდა.

გარდა იმისა, რომ წიგნში ყველაფერი წერია ბავშვის ჩასახვიდან მისი განვითარების ეტაპების თუ
დაბადების შესახებ, წიგნი ილუსტრირებულია და
ვიზუალურადაც გადმოსცემს საკმაოდ მსუყე მასალას,
რაც ინტერნეტსივრცეში შესაძლოა ვერ მოიძიოთ.
ეს არის წიგნი, რომელიც აღწერს ყველაფერს, ორსული ქალის ორგანიზმში
მიმდინარე ცვლილებებიდან ორსულთათვის დამახასიათებელ ახირებებამდე.
სხვათა შორის, ეს წიგნი მხოლოდ მომავალი დედებისთვის როდია. მომავალ
მამებსაც სთავაზობს რჩევებს, თუ როგორ შეუწყოს წყვილმა ერთმანეთს ხელი.
ბევრი მითი არსებობს, თუ რა არ შეიძლება ორსული ქალისთვის, მაგალითად,
ვარჯიში, თმის შეღებვა, მგზავრობა, ცხოველების ყოლა, სექსი პარტნიორთან და სხვა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს სარგებლობაც კი მოაქვს თურმე ქალის
ორგანიზმისთვის, თუ რა, ამას გაიგებთ წიგნიდან.

მოკლედ, მითებსა და რეალობას
შორის თავისუფლად გაავლებთ ზღვარს!

ორსულობის ეტაპებზე, ტრიმესტრების შესახებ ინფორმაცია ძალიან
მნიშვნელოვანია ორსული ქალისთვის, აქაც მთელი ილუსტრაციები წარმოგვიდგინა
ავტორმა, თუ როგორ ხდება კვერცხუჯრედის ემბრიონად გარდაქმნა და ა. შ.
მნიშვნელოვანია, ორსულობისას იცოდეთ, რომ დილის სისუსტე განსაკუთრებით
მოქმედებს ქალის ხასიათზე, თუმცა ამის არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან,
გზამკვლევში მოცემულია რჩევები, თუ როგორ ებრძოლოთ დილის სისუსტეს და
ტოქსიკოზს. რა ზომები შეიძლება მიიღოთ, რომ ტოქსიკოზი შემაწუხებელი არ
გახდეს და თქვენი ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმიდან არ ამოვარდეთ.
წიგნის წაკითხვის შემდეგ, თქვენ გექნებათ ინფორმაცია, თუ როგორ იცვლება
ქალის სხეული ფიზიკურად და რა ჰორმონალური ცვლილებები მომდინარეობს.
შესაძლოა გაჩნდეს პიგმენტური ლაქები სახეზე, რომელსაც „ფეხმძიმის ნიღაბი“
ეწოდება. მოკლედ, აქამდე უცნობი ტერმინების განმარტებას ამოიკითხავთ ამ
ჯადოსნურ გზამკვლევში და შიშები, რომელიც ამ ცვლილებებთან ერთად
პერიოდულად იჩენს თავს, აღარ გექნებათ, ვინაიდან თქვენ უკვე ბევრი რამ
გეცოდინებათ.

 

წიგნში დიდი ადგილი უჭირავს ჯანსაღი კვების შესახებ ინფორმაციას.

მოცემულია კონკრეტული საკვების კალორიები, დასურათებულია საკვების
ვიტამინების შემცველობა და მათი დღიური ულუფების რაოდენობა. ამ
ყველაფერთან ერთად, არ დაგავიწყდეთ, რომ ვარჯიშიც შესაძლებელია, თუმცა აქაც
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფეხმძიმე ქალისთვის კარგია ფეხით სეირნობა, ცურვა, მსუბუქი ცეკვა და იოგა. დაწვრილებითაა აღწერილი ჩვენს გზამკვლევში, რომელ
ვარჯიშს უნდა მოარიდოთ თავი.

აუცილებელია, ორსულობის დადასტურებიდან მალევე აიყვანოთ ექიმი, რომელიც
მეთვალყურეობას გაგიწევთ თქვენ და თქვენს ნაყოფს მის დაბადებამდე.
ექოსკოპიებს რაც შეეხება, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კვირა, როდესაც
გამოიკვეთება ნაყოფის სხვადასხვა პათოლოგია ან გენეტიკური დაავადება, ამიტომ
აუცილებელია, ნოყოფის ჯანმრთელობის გადამოწმება.
თუ ფეხმძიმობის პერიოდში მოგზაურობა მოგიწიათ, შეგიძლიათ არ იღელვოთ,
ვინაიდან მგზავრობასთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც კი პასუხობს ჩვენი წიგნი.
უამრავი ქალი ფეხმძიმობის დროს დარდობს კარიერაზე, რომელსაც წლები შეალია.

ბავშვის გაჩენა სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი კარიერა გვერდზე
გადადოთ. წიგნში რამდენიმე გვერდი ეთმობა ამ საკითხზე მსჯელობას.
დაბოლოს, მივადექით უკვე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს, ესაა
ხარჯები. ჩემი გამოცდილებით და ამ წიგნის ავტორის დაკვირვებით, ბევრი ნივთისა
და ტანსაცმლის ყიდვა ჩვილისთვის არ ღირს, ვინაიდან ის ძალიან სწრაფად
იზრდება და შესაძლოა ნივთების დიდი ნაწილი უბრალოდ გამოუყენებელი
დაგრჩეთ.

ორსულობის დასკვნით ეტაპზე ნახავთ ცხრილს, თუ რა უნდა ჩაალაგოთ სამშობიაროში წასაღებ ჩანთაში.

მე, როგორც დედა, გეტყვით იმას, რომ ამ წიგნში
გაცილებით მეტი ინფორმაციაა თავმოყრილი, ვიდრე
მთელი ორსულობის დროს მოვიძიე
ინტერნეტ სივრცეში, ასე რომ, არ შეგეშინდეთ
ორსულობის დაგეგმვისა და ბავშვის გაჩენის, რადგან ის
მართლაც არც ისე რთულია, როგორც წარმოგვიდგენია.
შიშების საპირწონედ კი საკმარისია მხოლოდ ერთი
სიტყვა-თქვენ დედა ხართ!

გზამკვლევის შეძენა შეგიძლიათ წიგნის მაღაზია “შაქრო ბაბუა”-ს ბმულზე  https://clck.ru/YsDCr 

ან ონლაინ მაღაზიის გვერდზე https://clck.ru/YsDNC 

გზამკვლევის შეძენა ასევე შეგიძლიათ ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში.

მასალა მოამზადა: ხატია ალფაიძე

რედაქტორი: გვანცა ჯვარიძე

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here