ანგინოვაგი
ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი სპრეი, რომელიც გამოიყენება ორულობის და ლაქტაციის დროს ყელის ტკივილის სამკურნალოდ
შემადგენლობა:
Anginovag-ის სპრეის შემადგენლობაში შედის:
დექვალინიუმის ქლორიდი 10 მგ
ენოქსოლონი 6 მგ
ჰიდროკორტიზონის აცეტატი 6 mg
თიროტრიცინი 40 mg
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10mg.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:A
ანგინოვაგი უზრუნველყოფს ზედა სასუნთქი გზების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების კომპლექსურ მკურნალობას. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კომპონენტები სისხლში არ შეიწოვება.
ანგინოვაგი ადგილობრივად ახდენს ანტიმიკრობულ, ანთების საწინააღმდეგო
და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
- თიროტრიცინი – ადგილობრივი ანტიბიოტიკი, რომელსაც მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია გრამ+ და გრამ – ბაქტერიების მიმართ
- დექვალინიუმის ქლორიდი- ადგილობრივი ანტისეპტიკი სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით
- ენოქსოლონი ძირტკბილას ძირის ექსტრაქტისგან არის მიღებული. აქვს ვირუსსაწინააღმდეგო აქტივობას. ასევე ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას.
- ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ადგილობრივი ანესთეტიკია, რომელსაც გააჩნია სწრაფი და ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
- ჰიდროკორტიზონის აცეტატს აქვს ძლიერი და ხანგრძლივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
გამოყენების ჩვენებები:
პირის ღრუს და ზედა სასუნთქი გზების ინფექციური ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა:
- ტონზილიტი
- ფარინგიტი
- ლარინგიტი
- სტომატიტი
ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება:
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში ანგინოვაგის გამოყენება დასაშვებია.
გამოყენების წესი და დოზა:
პირველი 2 დღე 2 შესხურება 3-ჯერ დღეში, შემდგომი 5-7 დღე 1 შესხურება 3-ჯერ დღეში.
გვერდითი ეფექტები:
რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა
გამოშვების ფორმა:
ანგივაგი 10 მლ სპრეი ცხვირიანი აპლიკატორით, ფლაკონში შედის 102 დოზა.
მწარმოებელი:
FERRER INTERNACIONAL
barselona (SPAIN)