ორსულობის დროს კუჭ ნაწლავი გაწუხებთ? გამოსავალი ფერმენტალია

0
1029

კუჭ–ნაწლავის პრობლემები ორსულებში

ქალის ორგანიზმისთვის ორსულობა ნამდვილი გამოწვევაა. ორგანიზმში
მიმდინარე სხვადასხვა ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან ერთად მნიშვნელოვან
ცვლილებას განიცდის ორსულის საჭმლის მომნელებელი ტრაქტიც. გულძმარვა,
ყაბზობა ან დიარეა, მუცლის ტკივილი, აირების დაგროვება- ის სიმპტომებია ,
რომლის შესახებაც ორსულობის მანძილზე ყველაზე ხშირად ვლინდება.

Pregnant woman is sitting on toilet. Constipation during pregnancy. Digestive problems.

 

ფერმენტალი კი გახლავთ ნაწლავების ნორმალური მიკროფლორის აღსადგენი საშუალება

შემადგენლობა:
ფერმენტალი – კომბინირებული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაში შედის
კუჭის მჟავე გარემოს მიმართ მდგრადი 20 მილიარდი რძემჟავა ბაქტერია, B ჯგუფის ვიტამინები და ალოე.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
– ფერმენტალის შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები არ იშლებიან კუჭის მჟავე
გარემოში, ხანმოკლე დროში აღწევენ ნაწლავებამდე და აღადგენენ ნაწლავური
მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს. შესაბამისად ეს ბაქტერიები არეგულირებენ და
ინარჩუნებენ ნაწლავური მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას და უზრუნველყოფენ
ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებას, ხელს უშლიან პირობით- პათოგენური და პათოგენური
მიკროორგანიზმების გამრავლებას, ხელს უწყობენ პერისტალტიკის სტაბილურობას,
აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას,აგრეთვე მონაწილეობენ ვიტამინების სინთეზში,
მცირდება გაზწარმოქმნაც .რძემჟავა ბაქტერიები ასტიმულირებს ინტერფერონის და
იმუნოგლობულინების სინთეზს, შედეგად იზრდება ორგანიზმის მდგრადობა ინფექციური
დაავადებების მიმართ.
– B ჯგუფის ვიტამინები ავსებენ ნაწლავების ფლორის დარღვევის შედეგად განვითარებულ ვიტამინების დეფიციტს. ამავე დროს B ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფენ ნაწლავური ფლორის
წონასწორობის აღდგენას.
– ალოე ვერა ამცირებს დისპეფსიურ მოვლენებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას,
აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას.

ჩვენებები:
ფერმენტალი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
-დისბიოზი და მისი სიმპტომები.
– საჭმლის მონელების დარღვევები(დისპეფსია), ყაბზობა, დიარეა,მეტეორიზმი, ტკივილი
მუცლის მიდამოში.
– მალაბსორბციის სინდრომი.
– მწვავე ნაწლავური ინფექციები.

 

გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.
გამოყენების წესი და დოზირება:
ორი წლის ზემოთ და მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა დღეში ერთხელ.
ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1/2 კაფსულა დღეში ერთხელ.
გამოშვების ფორმა: ფერმენტალი – კაფსულები #15 ბლისტერზე.
შენახვის წესი: ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25С° ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: EშI ს.პ.ა. იტალია.

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here