ორსულობის მე-4 კვირა

0
1483

ორსულობის მეოთხე კვირა!

უკვე გადაგიცდათ ციკლი?! ყურადღებით! ესეიგი დროა ექსპრეს ტესტის ჩატარების. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ადრეულ სტადიაზე ფეხმძიმობის დადგენა,რათა თავიდან
ავიცილოთ საეჭვო ფაქტორები, როგორიცაა ჰორმონალური დარღვევები, გარე ორსულობა და სხვა…

მას შემდეგ რაც ტესტის ხაზი 2 ნანატრ თითქოს არაფრის და ამ დროს ყველაფრისმთქმელ წითელ ხაზს გიჩვენებთ აუცილებელია გინეკოლოგთან და ექოსკოპისტთან ვიზიტი.

პირველ 3-4 კვირაში განსაკუთრებით საზიანო ფაქტორებია: ინფექციები, წამლები (ანტიბიოტიკები, ქრონიკული დაავადებების დროს თანმხლები მედიკამენტები და ა.შ), ფიზიკური დატვირთვა, სტრესი…

როგორია ემბრიონის მდგომარეობა

4 კვირაზე  ხდება ნაყოფის ორგანოების განვითარება, იწყება თავის ნიშნების
გამოკვეთა,
ამ დროს თქვენი პატარას საერთო სიგრძე 0,5-1მმ-ია.
ფორმირდება კუნთები და ხერხემალი.

მე-4 კვირის დასასრულს, ნაყოფის მუცლადყოფნის ეტაპი გადადის
ემბრიონულ პერიოდში. ნაყოფი უკვე “იბრძვის” სიცოცხლისათვის. ჩასახვიდან მე-18-25-ე
დღეს იწყება გულისცემა თუმცა მოსმენა ულტრაბგერით მხოლოდ სულ მცირე მე-6-8 კვირიდან ➡http://orsuloba.com/orsulobis-me-6-meeqvse-kvira-guli-iwyebs-shekumshvas/ არის შესაძლებელი.

ორსულის მდგომარეობა:

ორსულის ორგანიზმში პირველივე კვირიდან გაზრდილია სისხლის მიმოქცევა და იწყება
დედის სამომავლო მზადება- ორსულობის პროგრესისთვის.

ორსულისთვის აუცილებელი ვიტამინები:

თუ ეს ორსულობა არ იყო თქვენთვის, დაგეგმილი და არ გაქვთ შესაბამისი ვიტამინები დაწყებული, მაშინ თქვენი გინეკოლოგი დაგინიშნავთ ფოლიუმის მჟავას და B9 ვიტამინს.

ფოლიუმის რეკომენდირებული დღიური დოზა არის 400 mg, ხოლო თუ იღებთ ვიტამინების კომპლექსს, უმჯობესია შემოწმდეს მასში ფოლიუმის მჟავის დოზა.

ფოლიუმი ორსულობის დროს ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული სისტემის სწორად განვითარებას. ამცირებს რისკ-ფაქტორებს და ისეთი დეფექტების განვითარებას, როგორიცაა მაგალითად: სპინა ბიფიდა, ტვინის, ხერხემლის და ზურგის დეფორმაციებს.

ორსულის კვება: 

✔ ფოლიუმის მჟავის ბუნებრივი წყარო საკვებ პროდუქტებში:

-მარცვლეული

-მუქი მწვანე ბოსტნეული

-ციტრუსი

 

 

 

 

 

აუცილებელია დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, განსაკუთრებით აკრძალოთ თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება, რადგან მათი მომხარება ზრდის თანდაყოლილი ანომალიების, თვითნებითი აბორტების, ნაადრევი მშობიარობის რისკს. მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი, უარი თქვით კოფეინის ზედმეტ მიღებაზე. ნებისმიერი მედიკამენტის მიღება შეათანხმეთ გინეკოლოგთან. იყავით ინფორმირებული! მოემზადეთ ორსულობისთვის სწორად! მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ!

ორსულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა:

დედის სიყვარული ყალიბდება მაშინვე, როგორც კი ანალიზები ადასტურებს
ორსულობას !
განვითარებული ცვლილებები დედის მხრივ, ამ ეტაპზე მცირეა
უმეტესად თავს იჩენს ისეთი ცვლილებები, როგორიცაა:

✔აუხსნელი გაღიზიანება
✔მომატებული სისუსტე
✔ღებინების შეგრძნება

დედის ნებისმიერი ემოცია გადადის მუცლადმყოფ პატარაზე. დისკომფორტი
რაც ახლავს მცირე ვადის ორსულობას ეს არის:

  • გულისრევა(ტოქსიკოზი)ღებინება,
  • გულძმარვა,
  • გუნება-განწყობის ცვლილება

სწორი მიდგომით და პროფესიონალი ექიმი გინეკოლოგის რჩევებით შესაძლებელია ამ პრობლემების დაძლევა-შემსუბუქება.

მასალის სიზუსტესა და სისწორეზე პასუხს აგებს orsuloba.com- ის ადმინისტრაცია!

მასალა მოამზადა, მეან-გინეკოლოგმა ირმა ბარბაქაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here