ორსულობის მე-5 კვირა

0
369

გილოცავთ თქვენ უკვე ოფიციალურად შეუერთდით წინა კვირას▶ http://orsuloba.com/%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94-4-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90/ მომავალი დედების რიგებს და ახლა ისღა დაგრჩენიათ, რაც შეიძლება მეტი საჭირო ინფორმაცია მოიძოთ, რადგან რაც უფრო მეტი გეცოდინებათ შეცდომების დაშვების და ნერვიულობის ალბათობაც მაქსიმალურად იკლებს.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ ვითარდება ნაყოფი:

ახლა თქვენი ნამცეცას წონა 1გრ -ია, სიგრძე 1,5 მმ-ია, ემბრიონი იცვლის ფორმას, იგი ბრინჯის მარცვლის ხელაა. ვითარდება სასუნთქი სისტემა და სისხლძარღვოვანი სისტემა. სულ რამდენიმე დღეც და გული სანატრელ პირველ დარტყმას გააკეთებს, ყალიბდება ნერვული მილი.

იწყება სქესობრივი დიფერენციაცია (განსხვავება), ვითარდება ენდოკრინული ორგანოების ჩამოყალიბება. ამ ვადაზე აუცილებელია  ექოსკოპიის ჩატარება, რომ გამოირიცხოს საშვილოსნოს გარე ორსულობა.

ორსულობის სუბიექტური და ობიექტური ნიშნები:

დედის მხრივ უკვე თვალსაჩინოა ამენორეა ანუ მენსტრუაციის გადაცდენა (არმოსვლა). იმატებს ქორიონული გონადტროპინის კონცენტრაცია, მკერდის ზომაში მომატება, ამ ვადაზე იმატებს სასქესო ორგანოებიდან გამონადენის მოცულობა (რის გამოც აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს). იწყება ტოქსიკოზის ნიშნები -ყნოსვითი რეფლექსების გამძაფრება, ღებინების შეგრძნება, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ სიმპტომატიკა არის ინდივიდუალური!

დედის ემოციური მდგომარეობა:

სენტიმენტალურობის მომატება, განწყობის ცვლილება, ჩნდება თავის ტკივილი, ღამის უძილობა და დღის ძილიანობა. მუდმივად დაღლილობის შეგრძნება, ყნოსვითი გაღიზიანებადობა. აღნიშნული ცვლილებები გამოწვეულია ჰორმონ პროგესტერონის ეფექტით. პროგესტერონს ორსულობის ჰორმონს უწოდებენ, რადგან მისი „წყალობით“ მიმდინარეობს ორსულობის პროცესი.

როგორი უნდა იყოს ორსულის კვება:

ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი ჯანსაღი საკვები და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

აკრძალულია:

ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოხმარება და კოფეინის დიდი რაოდენობით მიღება.

ექიმის რეკომენდაცია:

მნიშვნელოვანი დანამატი კვლავ ფოლიუმის მჟავაა 400მკ/გრ დღიური დოზა.

მასალის სისწორეზე პასუხს აგებს საიტის ადმინისტრაცია!

მასალა მოამზადა მეან-გინეკოლოგმა, ირმა ბარბაქაძემ.

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here