ორსულობის 21-ე კვირა

0
843

დრო, რომელიც თითქოს ძალიან ნელა გადის და გზა, რომელიც ძალიან გრძლად
გეჩვენებათ, უკვე ნახევარს მიუახლოვდა, რადგან დადგა ორსულობის მე-2 ტრიმესტრი
და 21-ე კვირაც. ახლა უკვე თქვენი პატარა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის!

როგორ ვითარდება ნაყოფი:
ორსულობის 21-ე კვირას ნაყოფის წონა დაახლოებით 300-400 გრ-ია, სიგრძე კი 25-26სმ. მისი ნერვული
სისტემა უკვე ფორმირებულია, შეუძლია ყლაპვა, ამოძრავებს ტუჩებს, წოვს თითს… ის
უკვე მუცელში 200 მდე მოძრაობას, ე.წ მოძრაობის ბიძგებს აკეთებს, რაც დილის
საათებში უფრო შეიგრძნობა. ამ ვადაზე იზრდება ნაყოფის ლანუგო, ანუ თმიანი ნაწილი.
გამომუშავდება მეკონიუმი (საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ გადამუშავებული
საკვების და სანაყოფო სითხის ნარჩენი). ამ პერიოდში მისი ტანი მომრგვალებულ
ფორმას იძენს და თქვენს პატარას უკვე სასურველი ძილის პოზები გააჩნია.

როგორია დედის მდგომარეობა:

ორსულობის  მეორე ტრიმესტრში როგორც ნაყოფის, ასევე დედის მდგომარეობაც
თვალსაჩინო ცვლილებებს განიცდის. ცვლილებები დედის ხასიათსა და გუნება
განწყობილებაზეც აისახება.
თუ ორსულობის პირველ ტრიმესტრს უმადობა, ღებინება და ყნოსვითი გაღიზიანება
ახასიათებდა, ახლა უკვე მადის გაძლიერება და გემრიელად კვების სურვილი იჩენს
თავს. ორსულს აქვს ე.წ „ორსულის პოზიცია“ (სიმძიმის ცენტრის ცვლილების
გამო,იძულებულია გადასწიოს მხრები და მოხაროს კისერი). იწყება მკერდიდან ხსენის
გამოყოფა(მოყვითალი გამჭირვალე ფერის სითხე). აღინიშნება მუცლის “ქაჩვა” რაც
შესაძლოა გამოწვეული იყოს საშოს იოგების დაჭიმვით. ამ დროს ხშირია ტკივილი წელის
არეში.ასეთ დროს გასათვალისწინებელია კუჭ-ნაწლავის პრობლემების
გამორიცხვა.

კვლევები ორსულობის 21-ე კვირაზე:
– სისხლის ს/ა ანალიზი
– შარდის ანალიზი
– რეზუს ანტისხეულების განსაზღვრა
– ულტრაბგერითი გამოკვლევა, რისი მეშვეობითაც ხდება ნაყოფის ანატომიის
დეტალური გამოკვლევა, განვითარების მანკების და ქრომოსომული ანომალიების
აღმოჩენა. ხდება პლაცენტის ლოკალიზაციის გსნსაზღვრა.

აუცილებელი რეკომენდაციები:                                                                            სასურველია ორსულმა ატაროს თავისუფალი ტანსაცმელი და უარი თქვას მაღალ
ქუსლიან ფეხსაცმელზე, რათა თავიდან ავიცილოთ ქვ.კიდურების ვარიკოზის
განვითარების რისკები. სტრიების პროფილაქტიკის მიზნით კი, ტანი დაიმუშავეთ სპეციალური მატონიზირებელი საცხებით.

  • გაფრთხილება:
  • ნუ გაიკეთებთ ელექტროეპილაციას,
  • არ შეიძლება რუჯის მიღება,
  • ჯდომოს დროს არ გადააჯვარედინოთ ფეხები,
  • არ ატაროთ მჭიდრო და მოჭერილი ტანსაცმელი.

რაც შეეხება დედის ემოციას და გუნება-განწყობილებას, ის პირდაპირ კავშირშია
ნაყოფის ემოციასთან, ამიტომ შეიქმენით სასაიმოვნო განწობა: მოუსმინეთ მუსიკას,
ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, იკვებეთ ჯანსაღად და ეცადეთ იყოთ თქვენთვის სასიამოვნო
ადამიანების გარემოცვაში.
დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ, რომ ყოველი ორსული ვალდებულია
რეგულარულად ჩაიტაროს გეგმიური ვიზიტები და მივიდეს ექიმთან
გამოკვლევებზე, რათა თავიდან აიცილოს შესაბამისი გართულებები და ორსულობა იქცეს
სასიამოვნო პროცესად.

მასალაზე იმუშავა მეან-გინეკოლოგმა, ირმა ბარბაქაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here