გაგაცნობთ საიტის ექიმ-რეპროდუქტოლოგს, რომელიც გამოირჩევა უშვილო წყვილების რეალურ შედეგამდე გაყვანით. მის პრაქტიკაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ 22 წლიანი უშვილობა არის დამარცხებული.
მისი დევიზია: “შედეგი პროცესზე მნიშვნელოვანია”
ქ.ნ ნინოს განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში კერძოდ მოსკოვში.
არაერთი ნაშრომის და კვლევის ავტორის პირადი პროფესიოული რეზიუმე კი ასე გამოიყურება:
განათლება:
1995- 2001წწ. – მოსკოვის ი.მ სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი
2001-2003 წწ. – კლინიკური ორდინატურა.მოსკოვის ი.მ. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრა.
2005-2008 წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორია. მაძიებელი.
2009წ. – პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის დოქტორანტურა.
2010-2013წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურა.
სამუშაო გამოცდილება:
2004-2012 წწ. შპს „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“. ექიმი მეან-გინეკოლოგი.
2012-2014წწ. შპს სამედიცინო ცენტრი „მედინვესტი+“. ექიმი მეან-გინეკოლოგი.
2013-2014 წწ. შპს „ავერსის კლინიკა. გორი-2.“ ექიმი მეან-გინეკოლოგი.
2013-2014 წწ. შპს ქართულ-გერმანული კლინიკა„მედჰაუსი. ექიმი მეან-გინეკოლოგი.
2014 წ-2016 წწ. შპს სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი“.ხელოვნური განაყოფირების განყოფილება. ექიმი მეან-გინეკოლოგი.
2014 წლიდან კლინიკა „ვივამედის“ სარეზიდენტო პროგრამის ხელძღვანელი რეპროდუქტოლოგიაში.
2016წ-დან შპს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ინ-ვიტრო განაყოფიერების კლინიკა „ინ-ვიტრო“. ექიმი მეან- გინეკოლოგი.
2020 წლიდან დღემდე, რეპროდუქციული კლინიკა “ლიდერმედი” (ყოფილი ინ-ვიტრო). ექიმი-რეპროდუქტოლოგი
ტრენინგ-პროგრამები და დახელოვნების კურსები:
- სასწავლო კურსი ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში. „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“. ქ. თბილისი,2003 წ.
- თემატური დახელოვნების კურსი: „ სარძევე ჯირკვლების დაავადებათა სხივური დიაგნოსტიკა“(ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, მამოგრაფია, პუნქციური ბიოფსია). რუსეთის ნ.ნ. ბლოხინის სახელობის ეროვნული ონკოლოგიური ცენტრი. ქ. მოსკოვი. 2008წ.
- თემატური დახელოვნების კურსი: „ საშვილოსნოს ყელის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა“( კოლპოსკოპია, დამიზნებითი ბიოფსია, კრიოდესტრუქცია და ა.შ.). ი. ჟორდანიას სახელობის ს/კ ინსტიტუტი. ქ. თბილისი. 2008წ.
- თემატური ტრენინგი: “საშვილოსნოს ყელის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ევროპული რეკომენდაციები“. ქ. თბილისი. 2011 წ.
- თემატური ტრენინგი: “საშვილოსნოს ყელის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საერთაშორისო რეკომენდაციები“. ქ. თბილისი, 2012 წ.
ნინო სამსეიშვილი არის კლინიკური პრაქტიკის მქონე, განათლებული ექიმი, 9 სამეცნიერო შრომის თანაავტორი, მისი ერთ-ერთი სამეცნიერო ნაშრომი -„Pregnancy: Protection of the Hyperactive Brain, or risk-factor?“ გამოქვეყნებულია იმპაქტ-ფაქტორის ჟურნალში- Journal of Behavioral and Brain Science, 2014, 4, 334-341.
აქტიურად იღებს მონაწილეობას ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით.
2008-2010 წწ. მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი. პროექტის კოდი (GNSF/ST07/6-238). „ორსულობა. დეპრესია. ჰიპერაგზნებული ტვინის დაცვა თუ რისკ–ფაქტორი?“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
სამეცნიერო ხარისხი:მედიცინის დოქტორი
ექიმთან ვიზიტზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე +995574104940