სამშობიარო “ჯანმრთელობის სახლი”- “Healt house”

0
2053

სამშობიაორო “ჯანმრთელობის სახლი” 15 წელი თქვენს სამსახურში!

“ჯანმრთელობის სახლი” საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე მრავალპროფილიანი კლინიკაა. იგი, არა მხოლოდ სამშობიარო სახლი არამედ მულტიპროფილური კლინიკაა, რომელსაც სათავეში უდგას დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი ამირან ქორიძე.

კლინიკა წარმატებით ემსახურება პაციენტებს სხვადასხვა მიმართულებით, ესენი გახლავთ: რეპროდუქტოლოგიის, მამოლოგიის, ალერგოლოგიის, უროლოგიის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, პროქტოლოგიის, ანდროლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და რენტგენის კაბინეტები. ამასთან ტარდება ფიბროგასტროსკოპიული, ნეიროსკოპიული და კარდიოტოპოგრაფიული გამოკვლევები. ასევე, კლინიკაში ფუნქციონირებს უახლესი კომპიუტერული ტექნიკით დაკომპლექტებული ლაბორატორია.

მოქმედებს სტაციონარი: სამშობიარო, ოპერაციული გინეკოლოგიისა და ქირურგიული განყოფილებები.

“ჯანმრთელობის სახლი” ეს არის კლინიკა, სადაც თითოეული ექიმი გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და თითოეული პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით; ეს არის კლინიკა, სადაც თბილი და სასიამოვნო გარემოს გარდა, თქვენ დაგხვდებათ მომსახურების მაღალი დონე; ეს არის კლინიკა, სადაც მისვლას არ ინანებთ…

“ჯანმრთელობის სახლი”-ს გუნდი:

კლინიკის მთავარი ექიმი, გინეკოლოგი- ლიანა ქორიძე

რადიოლოგია:

 

გინეკოლოგია:

სამშობიარო სახლი:

დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ სოციალურ გვერდს: https://www.facebook.com/hhealthhouse/ ან დარეკეთ ნომერზე 0322 77 19 06

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here