სტრიები – მკერდის ნახეთქები, მოვლა და მკურნალობა.

0
339

სტრია, ალბათ ამ სიტყვის გაგონება ყველა ქალბატონს უსიამვნო განცდას გვრის. გარდა იმისა, რომ იგი გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, როგორიც არის ქავილი, სიწითლე და ა.შ თან ახლავს საკმაოდ უსიამოვნო ვიზუალური ეფექტი, რაც ზოგიერთი ქალბატონისთვის საკუთარი სხეულის მიმართ კომპლექსის-უხერხულობის გაჩენის მიზეზიც ხდება. 

სტრიები მუცლის არეში
სტრიები მუცლის არეში.

მკერდის ნახეთქები დვრილსა და კერტებზე, კი პირდაპირ ასოცირდება ტკივილთან. ვინაიდან ზოგიერთი ნახეთქი იმდენად ღრმაა, რომ საკმაოდ რთულ მდგომარეობამდე მივყავართ, მაგალითად სისხლიანი გამონადენი, რომელიც შესაძლოა ჩირქოვანი ქერქით დაიფაროს. რაც იწვევს აუტანელ ტკივილს, ამან კი შესაძლოა ძუძუთი კვების პროცესი შეუძლებელი გახადოს და ლაქტაციის შეწყვეტამდე მიგვიყვანოს ან უარეს შემთხვევაში ღრმა ნახეთქებიდან ინფექცია შეიჭრას და სარძევე ჯირკვლის ანთება – მასტიტი განვითარდეს. რამაც შესაძლოა ქირურგიულ ჩარევამდეც მიგვიყვანოს.

გახსოვდეთ, რომ ნახეთქები არ გაჩნდება, თუ კი კერტების (ძუძუსთავების) მოვლას ორსულობიდანვე დაიწყებთ!

როგორ მოვუაროთ კანს, რომ არ გაჩნდეს სტრია-ნახეთქი? როგორ ვუმკურნალოთ უკვე არსებულ დერმატოლოგიურ პრობლემებს? რა მეთოდით შეიძლება ვიმკურნალოთ სახლის პირობებში? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი-კანვენის, დერმატოვენეროლოგი- ქ.ნ ვიქტორია სულავა გაგვცემს. 

-მოგესალმებით ქალბატონი ვიქტორია, რა იწვევს სტრიების გაჩენას ?

სტრია არის კანის ხაზოვანი ფორმის ნაწიბუროვანი ცვლილება და ძირითადად გამოწვეულია კანის ელასტიკურობის დაქვეითებით. იგი წარმოიქმნება კანის გაჭიმვის შედეგად სხეულის სწრაფი ზრდის ან სხეულის მასის ცვლილების დროს, როგორიც არის მაგ: ორსულობა (განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრი) და სქესობრივი მომწიფების ასაკი. სტრიების გაჩენის ალბათობა და გამოვლენის ხარისხი იზრდება ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებების დროს, კერძოდ კორტიზონის დონის მომატებისას ჰორმონი ხელს უშლის ახალი კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების სინთეზს, რაც თავის მხრივ აქვეითებს კანის ჭიმვადობას და მოქნილობას. შედეგად ხდება დერმისა და ეპიდერმისის გახევა და დაზიანების ადგილზე ატროფიული ნაწიბურის ჩამოყალიბება.

ახალწარმოქმნილი სტრიები არის ვარდისფერი–მოწითალო მოიისფრო ელფერის. დროთა განმავლობაში კანის ატროფიასთან ერთად კარგავენ ფერს. გარუჯულ კანზე უფრო ღია შეფერილობითაც გამოიყურება. სტრიების ნაწილი თანდათან შეიძლება შეუმჩნეველი გახდეს.

-რა საფრთხეს წარმოადგენს სტრიების გაჩენა?

სტრიები არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისინი მხოლოდ კოსმეტიკური ნაკლია.

-არის თუ არა სტრია მემკვიდრეობითი?

გენეტიკური ფაქტორები, როგორიცაა ოჯახური ანამნეზი და ეროვნება, გარკვეულ გავლენას ახდენს სტრიების გამოვლენის ალბათობაზე.

მედიცინაში ცალკეა გამოყოფილი ორსულთა სტრიები (striae gravidarum), რომლებიც ვითარდება უპირატესად მუცლის არეში საშვილოსნოს სწრაფი ზრდის და სხეულის წონის მატების შედეგად. თუმცა შეიძლება გაჩნდეს ასევე მკერდზე, თეძოებზე, ბარძაყებზე, დუნდულებზე. მათ განვითარებას ხელს უწყობს ორსულობით გამოწვეული ჰორმონული ცვლილებებიც. ქალთა დაახლოებით 90%–ს აწუხებს ეს პრობლემა.  სტრიების განვითარება მეტნაკლებად დაკავშირებულია სხვა ფაქტორებთანაც, ესენია: მშობლის პატარა ასაკი, წონის მატება 15 კგ-ზე მეტი, სხეულის მასის მაღალი ინდექსი, დიდი ნაყოფი, პირველი ორსულობა. 20 წლამდე ასაკი განსაკუთრებულად ზრდის სტრიების მწვავედ განვითარების რისკს. კვლევების თანახმად, ქალთა 45%–ს, რომლებსაც პირველ ორსულობაზე  24 კვირამდე გაუჩნდათ სტრიები მომდევნო ორსულობის დროს აღარ უვითარდებათ.

-შესაძლებელია თუ არა სტრიების გაჩენისგან თავის დაცვა-პრევენცია?

Biolane-ბიოლანი დამზადებულია ომეგა 6 ის და არგანის ზეთის საფუძველზე.

სიმართლე გითხრათ, გამომწვევი მექანიზმიდან გამომდინარე, სტრიების პრევენციის ეფექტური რეკომენდაციების მოცემა, რომელიც ყველა შემთხვევაში გაამართლებს, შეუძლებელია. თუმცა, იმ საცხების გამოყენებამ სადაც შემავალი ძირითადი ინგრედიენტებია მცენარეული (არგანის ზეთი, ომეგა 6, აზიური ცენტელა, ავოკადო, ზეიუთუნის და სხვა) ზეთები, რომლებიც აუმჯობესებს კანის ტენიანობას, სიმკვრივეს და ელასტიკურობას, შესაძლებელია მოგვცეს დადებითი შედეგი.

 

-როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ უკვე გაჩენილ სტრიებს, რომელია ყველაზე უსაფრთხო მეთოდი?

სტრიების სამკურნალოდ მოწოდებულია სხვადასხვა მეთოდები, თუმცა მათი ეფექტურობა ინდივიდუალურია და მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია სტრიების ხანდაზმულობაზე, კანის რეგენერაციის უნარზე, მკურნალობის სიხშირესა და ხანგრძლივობაზე. ყველასთვის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო მეთოდი, რაც შემიძლია ვურჩიო ქალბატონებს, არის სპეციალურად მათთვის, სტრიების საპრევენციოდ და სამკურნალოდ შექმნილი სამკურნალო–კოსმეტიკური პროდუქტები: საცხები, სპეციალური ზეთები, რომელთა უსაფრთხოება სამედიცინო კვლევებით არის დადასტურებული.

გარდა კოსმეტიკური საშუალებებისა, მოწოდებულია ასევე ლაზერული თერაპია, ინექციური მეთოდები, მიკროდერმაბრაზია, კარბოქსითერაპია, რომლებიც შედარებით ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურებია. სიმართლე გითხრათ, ეფექტურობით ვერცერთს ვერ გამოვყოფ, რადგან მათზე კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული.

-რა არის დვრილის, კერტის ნახეთქების გაჩენის მიზეზი?

დვრილების ნახეთქები ჩვეულებრივ ვითარდება ძუძუთი კვების პერიოდში. ნახეთქების წარმოქმნას „ხელს უწყობს“ ძუძუთი კვების არასწორი ტექნიკა, როდესაც ბავშვი კერტს პირში იდებს დვრილის გარშემო რგოლის გარეშე (ძუძუთი კვების სწორი ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის ძუძუზე მიყვანის პირველ დღეებში).

-როგორ ავირიდოთ დვრილის და კერტის ნახეთქის გაჩენა?

ნახეთქების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებულია ორსულობის პერიოდში სარძევე ჯირკვლების მომზადება ძუძუთი კვებისთვის.

ხშირად დაზიანების მიზეზი თავად ქალის მხრიდან ზედმეტი ჰიგიენის დაცვაა. დედები ყოველი ძუძუთი კვების წინ, ცდილობენ სარძევე ჯირკვლის საპნით ჩამობანვას, რაც კანს ძალიან აშრობს და მგრძნობიარეს ხდის. ამის საჭიროება არ არის, რადგან ორსულობის დროს, სარძევე ჯირკვლის არეალის არეში სპეციალური ჯირკვლები გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელსაც ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, ხოლო მასში არსებული ცხიმი იცავს ამ მიდამოს დაზიანებისაგან.

Biolane-ბიოლანი. არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, შესაბამისად არ საჭიროებს ლაქტაციის დროს ჩამობანას.

დვრილის ნახეთქის განვითარების პრევენციისთვის და უშუალოდ ნახეთქების სამკურნალოდ დედებს ვურჩევ მხოლოდ ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებულ, ჰიპოალერგიულ საშუალებებს, რომლის პირის ღრუში მოხვედრა უსაფრთხოა ბავშვის ორგანიზმისთვის და არ საჭიროებს ჩამობანვას. ამავე დროს კარგად უნდა ატენიანებდეს კანს და შესაძლოა წარმოქმნიდეს დამცავ ფენას.

ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: +995 593 32 45 78

ან ეწვიოთ სოციალურ ქსელს https://www.facebook.com/erovnuli.centri/

თემაზე მუშაობდა: სოფიო ნებიერიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here