უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა უმძიმესი მდგომარეობის წინაშე დააყენა როგორც სრულიად უკრაინელი ხალხი, ასევე საფრთხე შეუქმნა მომავალი დედების სიცოცხლეს.
ორსულობა ეს არის მდგომარეობა როდესაც ნებისმიერი სტრესი უარყოფად ასიახება დედაზე და შვილზე. სტრესის ფონზე იზრდება რისკები ნაადრევი მშობიარობის…
თუმცა უკრაინის სხვადასხვა სამშობიარო კლინიკების ხელმძღვანელობა და ადმინისტრაცია, მაქსიმალურად ცდილობს პაციენტების კომფორტის და უსაფრთხოების შექმნას იმ პირობებში რაც მოცემულ მდგომარეობაში აქვთ.
გასული 24 საათის განმავლობაში კიევის სამშობიაროში “ЛЕЛЕКА” ორი ახალშობილი დაიბადა ორივე ბიჭი, კლინიკის ოფიციალურ გვერდზე დაიწერა მოწოდებები:
“გამაგრდით, მთელი გუნდი, მობილიზდით და დაეხმარეთ ახალ სიცოცხლეს დაბადებაში!”
“ყველა ორსული გაუფრთხილდით თავს შეინარჩუნეთ სიმშვიდე!”
“უკრაინა იცავს თავს და არ დათმობს თავისუფლებას!”
როგორც უკრაინის სამშობიარო კლინიკა იუწყება, მათ უწევთ არასაკმარისი პირობების ქვეშ მუშაობა, მაგრამ აქვთ სათადარიგო გეგმა.
იყო ელექტრო ენერგიის და წყლის სრულყოფილი მიწოდების პრობლემა. თუმცა მაქსიმალურად მომზადებულები და მობილიზებულები ხვდებიან მიმდინარე დაბრკოლებებს.
დღეიდან ხსენებულ სამშობიაროში დაიწყეს ჯარის მომარაგებაც სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარით.
მშვიდობა უკრაინას და ამ რთულ მდგომარეობაში მყოფ ყველა მომავალ დედას!
მასალაზე მუშაობდა: გვანცა ჯვარიძე
სტატია შეიცავს ექსკლუზიურ ფოტო მასალას, უნებართვოთ აღება აკრძალულია!