5 წლის წინ, მაშინ როდესაც კიმბერლი ჰოლმსი-აივერსონის მეუღლე რაშიდი ავტოავარიას ემსხვერპლა, სამყარო თითქოს განადგურდა მისთვის.
ქალს ძალიან უნდოდა მეუღლისგანე შვილი. ამიტომ გადაწყვიტა დახმარება მეგობრებისთვის ეთხოვა. კიმბერლიმ დაწერა: ”რაშიდის მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჩემს მეგობრებს ვთხოვე დამეხმარეთ იმის გარკვევაში, შევძლებ თუ არა მკვდარი ადამიანის სპერმის გაყინვას”.
ექიმებმა შეძლეს მამაკაცის სპერმის გაყინვა…
გავიდა დრო… ქალმა ისევ იპოვა სიყვარული, ძველი მეგობრის-დარიანის სახით და მას გაანდო ჩანაფიქრი, რომ გარდაცვლილი ქმრისგან სურდა ბავშვის გაჩენა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეუღლე გვერდში დაუდგა ქალს როგორც მორალურად ისე ფიზიკურად. ისინი დადიოდნენ სამედივინო კვლევებზე, ახალი მეუღლე გვერდში ედგა ცოლს განაყოფიერების დღესაც
ახლა კი მათ ჰყავთ შესანიშნავი ქალიშვილი, 2021 წლის ივნისში წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც კირანი დაარქვეს, სახელი შობლების სახელების შერწყმით მიიღეს, რომელიც “სინათლის სხივს” ნიშნავს.
წყარო: The sun
სამედიცინო ჟურნალისტი: გვანცა ჯვარიძე