ძალიან იშვიათი შემთხვევა მოხდა ქ.თილისში, მანანა მგალობლიშვილის, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში. წლების წინ ქალბატონს ჰქონდა, ორი შეწყვეტილი ორსულობა 8-16 კვირაზე, შემდეგი მესამე და მეოთხე ორსულობა შენარჩუნდა და შეეძინა ორი შვილი მკურნალობის შედეგად.
ახლა, კლინიკას გარკვეული ჩივილებით მიაკითხა პაციენტმა, ვინაიდან თებერვლის თვიდან შეუწყდა ციკლი. ეჭვებით ქალბატონი მხოლოდ 2-3 თვის ორსულობას ელოდა, ექოსკოპიური კვლევით კი დადგინდა, რომ ქალბატონი დღე-დღეზე გააჩენს პატარას (დაახლოებით 15 ივლისს) და ის უკვე 34 კვირის ორსულია.
ქალბატონი ამბობს, რომ ვერ გრძნობდა ბავშვის მოძრაობას და ასევე არ იცოდა ამდენი ხანი ორსულად თუ იყო. პირველი ორი მშობიარობის შემდეგ გოგონები შეეძინა, ახლა კი ბიჭის მოლოდინში არის დედა. ქალბატონი მკურნალობას გინეკოლოგ, ქეთევან მგალობლიშვილთან გადის, რომელმაც წინა ორი ორსულობა შეუნარჩუნა პაციენტს.
მასალის უნებართვოთ გავრცელება ისჯება კანონით!
orsuloba.com
შემთხვევა ქალაქ თბილის,