Mi•Ma Headbands & Accessories / მი•მა აბადოკები და აქსესუარები

0
296

ყველა ქალი ინდივიდუალურია, მითუმეტეს ორსულობის დროს! ამიტომაც საჭიროა თქვენი ხასიათის და გემოვნების შესაფერისი აქსესუარები ატაროთ.

წარმოგიდგენთ, ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდ მიმას—> https://www.facebook.com/MiMa-Headbands-Accessories-მიმა-აბადოკები-და-აქსესუარები-2107001049531291/ სადაც ნებისმიერი სტილის და გემოვნების ქალბატონი შეძლებს აღმოაჩინოს მისთვის იდეალურად მორგებული ნივთი.

გაგაცნობთ, ბრენდის დამფუძნებელს-დიზაინერს მაკა მირზიაშვილს, იგი თავად მოგითხრობთ თუ საიდან გაჩნდა იდეა, შეექმნა აქსესუარები, რომლებიც მისი გასაოცარი სილამაზით და ელეგანტურობით გააბედნიერებდნენ ქალბატონებს! 

რა ასაკიდანაც მახსოვს საკუთარი თავი, მახსოვს ისიც რომ სულ რაღაცას ვქმნი, ან ვქსოვდი, ან ტანისამოსს ჩემებური ინტერპრეტაციით ვცვლიდი. გვერდის შექმნის და რეალიზების იდეა 23 წლის ასაკში, მეგობრების დაჟინებული თხოვნის შემდეგ წამოვიდა. ყოველთვის მინდოდა და დღემდე მხოლოდ ის არის ჩემი მიზანი, რომ შევქმნა ახალი სტილი, მინდა მომხმარებელს რაღაც ახალი დ განსხვავებული შევთავაზო, ჯერ ჯერობით მხოლოდ სამი ექსკლუზიური სტილის თავსართს ვფლობ და რათქმაუნდა ეს მხოლოდ დასაწყისია ჩემს მომხმარებელს კიდევ უამრავი სიახლით გავახარებ, მუდმივად ახლის ძიებაში ვარ.

რაც შეეხება მასალას, ვიყენებ ქსოვილებს, ტყავის შემცვლელს, რომლებიც დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს, რათა რაც შეიძლება დიდხანს ატაროს მომხმარებელმა მისი საყვარელი აქსესუარი.  ვფიქრობ, როდესაც რაიმე მოგწონს, იხდი თანხას, მოკლე პერიოდის შემდეგ არ უნდა გწყვეტდეს გულს ის ფაქტი რომ, ხარისხში შეცდი!

ასევე, ვცდილობ მაქსიმალურად მოვერგო მომხმარებელს, ფოსტის საშუალებით ვაწვდი საქართველოს მაშტაბით, ქალაქებში კი შეუძლიათ საკურიერო სერვისით ისარგებლონ.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here