რა უნდა ვიცოდეთ უშვილობაზე, რეპროდუქტოლოგის რჩევები

0
823

ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როცა შვილის ყოლის სურვილი, ცხოვრების მთავარ მიზეზად ჩნდება. მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე მარტივად არ ხდება როგორც წარმოგვიდგენია. დღეს-კვირები, კვირებს კი თვეები და წლებიმიყვება, მაგრამ ნანატრი “წითელი ორი ხაზი” არსად ჩანს.

რა მომენტიდან უნდა მივმართოთ რეპროდუქტოლოგს, რა როლი უკავია პარტნიორის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას მიზნის მიღწევაში, რა მნიშვნელოვანი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ დაფეხმძიმებისთვის ამ და სხვა საკითხებს განვიხილავთ მედიცინის აკადემიურ დოქტორთან, რეპროდუქტოლოგ-ნინო სამსეიშვილთან ერთად. რომელიც კლინიკა ლიდერმედში აბედნიერებს უშვილო წყვილებს.

-ქ.ნ ნინო, შვილის ყოლის სურვილის მომენტიდან, თუ არ დგება ორსულობა  რამდენ ხანში უნდა მიაკითხოს წყვილმა რეპროდუქტოლოგს?

თუ წყვილი გეგმავს ორსულობას და 1 წლის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქეოსობრივი კონტაქტის ფონზე არ დგება ორსულობა, წყვილმა უნდა მიმართოს რეპროდუქტოლოგს. ასევე იმ შემთხვევაში, თუ ქალის ასაკია 35+ და 6 თვის განმავლობაში არ დგება ორსულობა, წყვილმა უნდა მიმართოს რეპროდუქტოლოგს.

-რა კვლევების ჩატარებისთვის უნდა მოემზადონ?

მამაკაცის რეპროდუქციულ შესაძლებლობას განსაზღვრავს სპერმის ანალიზის შედეგი. თუ შედეგი დამაკმაყოფილებელია, მამაკაცს დამატებითი გამოკვლევები არ დასჭირდება, ხოლო სპერმაში აღმოჩენილი ცვლილებების შემთხვევაში, მამაკაცს უტარდება ისეთი დამატებითი კვლევები, როგორიცაა:

  • სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • სისხლის ჰორმონული გამოკვლევა
  • შარდსაწვეთიდან ნაცხის გამოკვლევა.

ქალის შემთხვევაში , მისი რეპროდუქციული შესაძლებლობის განსაზღვრისთვის საჭიროა:

  • გინეკოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • ჰორმონული გამოკვლევა.
  • ასევე აუცილებელია საშვილოსნოს ყელის და საშოს სრულფასოვანი გამოკვლევა.

-რეპროდუქტოლოგთან ვიზიტამდე თავად წყვილი თუ უნდა მოემზადოს?

ნებისმიერი მავნე გარემო- ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს ქალისა და მამაკაცის შვილოსნობის უნარზე. თავი უნდა შეიკავონ მავნე ხელოვნურად გზარდილი ისეთი გარემო ფაქტორებისგან როგორიც არის: ალკოჰოლი, ნარკოტიკი, თამბაქო, სტრესი, ქრონიკულად ძილისა და კვების რეჟიმის დარღვევა. ამას ხშირად თან ერთვის უშვილობით გამოწვეული ფსიქოლოგიური , ეკონომიური და სოციალური პრობლემები. მიუხედავად შესაძლო ბევრი პრობლემისა, რეპროდუქტოლოგთან დროული ვიზიტი წყვილს დაეხმარება გამოსავალის პოვნაში.

-რომელია იდეალური რეპროდუქციული ასაკი და როდის აღარ აქვს აზრი რეპროდუქტოლოგთან მისვლას?

ქალისთვის შვილოსნობისთვის საუკეთესო ასაკია 22-28 წელი. ქალებში 35 წლიდან, ხოლო მამაკაცებში 40 წლიდან ხდება სასქესო უჯრედების რაოდენობრივი და ხარისხობრივი დაქვეითება. ყველა წყვილი ინდივიდუალურია, ამიტომ მათი შვილოსნობის უნარის განსაზღვრისთვის უნდა მიმართონ რეპროდუქტოლოგს და განიხილონ კონკრეტულად ამ წყვილის რეპროდუქციული შესაძლებლობები.

-რა შეცდომას უშვებენ წყვილები როდესაც გეგმავენ ორსულობას და არ დგება?

 

რეპროდუქტოლოგთან გვიანი მიმართვიანობა ხშირია და ამას ბევრი პრობლემა უდევს საფუძვლად. მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება, ოჯახის ექიმებისა თუ გინეკოლოგების მიერ დროულად გადამისამართება რეპროდუქტოლოგთან. ხშირად წყვილი რეპროდუქტოლოგთან გვიანი მიმართვიანობის მიზეზად ფინანსურ პრობლემას ასახელებს, თუმცა დროული მიმართვის შემთხვევაში, შესაძლოა ფინანსურად შედარებით მცირე ხარჯებით მოგვარებულიყო პრობლემა.

-ხშირად უკვირთ პაციენტებს როდესაც რეპროდუქტოლოგი სხვა პროფილის პაციენტებთან ამისამართებს, რა დროს ხდება საჭირო სხვა პროფილის ექიმების ჩართულობა და რატომ?

უშვილო პაციენტების უმეტეს ნაწილს ესაჭიროება სხვა პროფილის ექიმის ჩარევაც. ყველაზე ხშირია ენდოკრინოლოგის, ქირურგი-გინეკოლოგის, ანდროლოგის ჩართვა უშვილობის პრობლემის მოსაგვარებლად. რაც უფრო სწრაფად ხდება უშვილობის მიზეზების დადგენა და მოწესრიგება, მით უფრო მოკლეა გზა შვილოსნობისკენ.

როგორია თქვენი მკურნალობის ტაქტიკა თუ ყველა პრობლემა მოგვარებული აქვს წყვილს და მაინც არ დგება ორსულობა?

თუ უშვილობის მიზეზი დაუდგენელია, ანუ ყველა ჩატარებული გამოკვლევით მიღებულია დამაკმაყოფილებელი შედეგი და ორსულობა არ დგება, შეიძლება 2-3 თვის განმავლობაში ორსულობის დაპროგრამების მცდელობა ბუნებრივ ციკლში.

თუ ამის შემდეგ არ დგება ორსულობა, რეკომენდებულია საშვილოსნოსშიდა სპერმის ინსემინაცია.

 

 

 

თუ ამ შემთხვევაშიც ორსულობა არ დადგება, რეკომენდებულია ხელოვნური განაყოფიერების ჩატარება.

ყველაზე მნიშვნელოვანია ქალის და მამაკაცის ასაკის გათვალისწინება, როდესაც იგეგმება ორსულობა. მაღალი რეპროდუქციული ასაკის წყვილებს ნაკლები დრო აქვთ სხვადასხვა მეთოდებით მცდელობისთვის და ხშირად არჩევის მეთოდად ხელოვნური განაყოფიერება რჩება

-რას ურჩევდით წყვილებს?

არცერთი წამი არ შეწყვიტონ ბრძოლა, მას ყოველთვის აქვს აზრი. სწორად შერჩეული მკურნალობის ტაქტიკა ყოველთვის გამოიღებს შედეგს. მთავარია მოთმინება და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გისურვებთ ბედნიერ მშობლობას!

ექიმთან ვიზიტზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე +995574104940

მასალა მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here