ახალშობილისთვის აუცილებელი ნივთები

0
932
loading...

 

ახალშობილისთვის აუცილებელი ნივთების სია

ბავშვების და ახალშობილების იმდენი სახეობის პროდუქტია ბაზარზე, რომ ადვილია შოპინგისას ბევრი ზედმეტი ნივთი შეიძინოთ, ან ნაჩქარევი შესყიდვა განახორციელოთ. ახალშობილები კი ისე სწრაფად იზრდებიან, რომ ძალიან ბევრი ასეთი ნივთი გამოუყენებელი შეიძლება დაგრჩეთ. ამიტომაც ჩვენ შევადგინეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთების სია, რომელიც იმედი გვაქვს თქვენი ახალშობილისთვის შოპინგს გაგიადვილებთ.

ავეჯი

  • საწოლი, მატრასი და მისი 2 ხელი თეთრეული;
  • სწორი ზედაპირის ჩასაწვენით “კალიასკა” ან კალათი;
  • გადასახვევი მაგიდა – სპეციალური ან შეგიძლიათ მოიწყოთ სხვა მაგიდისგან;
  • მანქანის სკამი სპეციალურად ახალშობილისთვის, თუ ავტომობილი გყავთ;
  • აბაზანა, შესაძლოა თავისი სადგამით;

ტანსაცმელი და აქსესუარები

  • ბოდეები  – 3-4 გრძელმკლავიანი და თუ ზაფხულია 4-5 მოკლემკლავიანი ბოდე;
  • უკან შესაკრავი ზედა, იგივე “რასპაშონკები” – 2-3 ცალი;
  • წინდები – 2-3 წყვილი;
  • ფაჩუჩები – 2 წყვილი;
  • ჟაკეტები – 2-3 ცალი;
  • გადასახვევი – 2-3 ჩითის და ამდენივე ფლანელის;
  • თბილი, რბილი გადასაფარებელი დამზადებული ნატურალური ქსოფილისგან – 2 ცალი;
  • ქუდი – 2 ცალი;
  • წინსაფარი ან ჩასაფენი ხელსახოცი– 2 ცალი;
  • თათმანები – 2-3 წყვილი;
  • თათებიანი შარვალი – 2 ცალი;
  • ქუდიანი პირსახოცი – 2 ცალი;

კვება

  • მკერდის საფენები და მეძუძურთა ლიფი – თუ ძუძუთი კვებავთ;
  • ბოთლები და სტერილიზატორი – თუ ხელოვნურ კვებაზე გეყოლებათ;

მოვლა

  • პამპერსი – მოიმარაგეთ იმ ანგარიშით, რომ თავიდან დღეში 8-10 ჯერ მაინც მოგიწევთ შეცვლა;
  • პუდრი;
  • საფენის ქვეშ წასასმელი კრემი;
  • ბავშვის საპონი;
  • შამპუნი;
  • ბამბის ტამპონები;
  • სველი ხელსახოცები;

თამაში

  • ჭრელი სათამაშო, შრაშუნა ზედაპირით;

კომენტარები

კომენტარი

loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here