ბავშვის ქოთანზე მიჩვევა

0
420

ბავშვის ქოთანზე მიჩვევა

loading...

ხშირად მშობლებისათვის უცნობია კონკრეტულად რომელი ასაკიდან უნდა დაიწყონ   ქოთანზე ბავშვის მიჩვევა. ეს პერიოდი დაახლოებით 18-24 თვის ასაკია, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა ბავშვი ერთსა და იმავე ასაკში არ არის მზად ქოთანზე დასაჯდომად. ეს საკმაოდ ინდივიდუალური მოვლენაა და მზაობის ნიშნები ბავშვის მხრიდან ზოგჯერ  მითითებულ ასაკზე ბევრად ადრე ან ბევრად გვიანაც შეიძლება გამომჟღავნდეს. არსებობს სქესობრივი სხვაობაც. მაგალითად,  ბიჭები უფრო გვიან იწყებენ ქოთანზე მიჩვევას და უფრო დიდი ხანი ესაჭიროებათ ამისათვის. აქედან გამომდინარე, მშობლისათვის მნიშვნელოვანია არა კონკრეტული ასაკის,  არამედ სწორედ ამ მზაობის ნიშნების ცოდნა. ასეთ შემთხვევაში ქოთანზე მიჩვევის პროცესი უფრო ეფექტური და ნაკლებ დამღლელი აღმოჩნება.

ქოთანზე მიჩვევისათვის ბავშვის მზაობის ნიშნებს მიეკუთვნება: თამაშის თუ სხვა აქტივობის დროს რამდენიმე წამით შეჩერება ან საფენის ქაჩვა და მისი მოცილების მცდელობა. არსებობს მთელი რიგი სხვა ნიშნებიც, რომელსაც  ყურადღება უნდა მიექცეს:

  • ბავშვს შეუძლია მარტივი მითითებების შესრულება;
  • ღამის ქოთნის მოხმარებასთან  დაკავშირებულ სიტყვებს იგებს;
  • შეუძლია შარდვისა და ნაწლავთა მოქმედების კონტროლი (ანუ ნებით შეიკავოს და გამოუშვას);
  • შეუძლია თქვას ან გამოხატოს  საჭიროება;
  • საფენი მშრალია მინიმუმ 2 საათიანი პერიოდის განმავლობაში;
  • შეუძლია დაჯდეს და გაჩერდეს ქოთანზე;დღესდღეობით საბავშვო ქოთანი ორი სახით არსებობს: ცალკე დასადგამი რეზერვუარი და უნიტაზზე მოსარგები დასაჯდომი. ორივეს თანაბარი დანიშნულება აქვს, თუმცა შეიძლება ითქვას, პირველი მათგანი უფრო უსაფრთხო და მოსახერხებელია. უნიტაზზე მოსარგები დასაჯდომის გამოყენების შემთხვევაში უმჯობესია ბავშვს იქვე სკამი ან საფეხური ჰქონდეს, რომ დამოუკიდებლად ასვლა და ჯდომის დროს ფეხის დაყრდნობა შეძლოს. ბიჭების შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ ქოთანზე მიჩვევა ჯდომით დაიწყოს, დგომით შარდვას კი შემდგომ მიეჩვიოს.არსებობს სიტუაციები, მაგალითად, სტრესი ან ავადმყოფობა, რის გამოც ქოთანზე მიჩვევის პროცესი ნელდება და პრობლემა იქმნება. მაგალითად, 2-3 წლის ასაკის ბავშვისთვის დედმამიშვილის შეძენა იმდენად სტრესული შეძლება იყოს, რომ მსგავსი პრობლემის საფუძველი გახდეს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია მშობელი ექიმს გაესაუბროს, რათა სხვა სერიოუზლი მიზეზი, მაგალითად, ინფექცია გამოირიცხოს. ექიმთან მიმართვა ასევე აუცილებელია თუკი ბავშვი 3 წელზე მეტი ასაკისაა და ქოთანზე მიჩვევის მცდელობა წარუმატებელია.

    ქოთანზე მიჩვევისათვის მზაობის ნიშნების გამომჟღავნებამდე სასურველია მშობელმა ბავშვთან ქოთანთან დაკავშირებული სიტყვები ახსენოს, სთხოვოს ბავშვს შეატყობინოს საფენის დასვრის შესახებ, ტანსაცმლით და საფენით დასვას ქოთანზე, რომ თანდათან მასზე ჯდომას შეაჩვიოს.

    როდესაც  ბავშვი მზაობის ნიშნებს ამჟღავნებს, მშობლემა უნდა დაიწყოს ქოთანზე მიჩვევის პროცესი. ქვემოთ მოცემულია ამ პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებული რჩევები:

  • ბავშვი ძალით, მისი ნების წინააღმდეგ არ უნდა დაისვას ქოთანზე;
  • სასურველია მაგალითის ჩვენება თუ როგორ უნდა დაჯდეს ქოთანზე, რომ ბავშვმა მაგალითს მიბაძოს და გაიმეოროს;
  • მნიშვნელოვანია რეჟიმის გამომუშავება, მაგალითად,  ქოთანზე დასმა გაღვიძების შემდეგ, სითხის მიღებიდან დაახლოებით 45-60 წუთს შემდეგ, საკვების მიღებიდან 15-30 წუთის შემდეგ,  დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ და რამდენიმე წუთით;
  • ნაწლავის მოქმედების მომენტში ბავშვს სახე უწითლდება, იჭინთება. სასურველია თუ მშობელი ამ დროს მოასწრებს ტანსაცმლის გახდას და ქოთანზე დასმას;
  • ქოთანზე მიჩევევის პერიოდში სასურველია ადვილად გასახდელი ტანსაცმლის შერჩევა, რომ ბავშვმა თვითონაც შეძლოს გახდა;
  • მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის მოვლაში ჩართული ყველა ადამიანი ერთსა და იმავე ტერმინებს იყენებდეს და იგივე რეჟიმს ახორციელებდეს.
  • და ბოლოს, ქოთანზე მიჩვევა არ არის მარტივი და სწრაფი პროცესი, ამიტომ მშობლისგან თუ სხვა მომვლელისაგან დროსა და მოთმინებას მოითხოვს. ხშირია „არასასიამოვნო ინციდენტები“, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ბავშვთან იმედგაცრუების გამოხატვა და მით უმეტეს, დასჯა. პირიქით, ქოთანზე ყოველი გასვლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია შექება და უფრო მეტიც, მცირედი ჯილდოების დაწესება. პროცესი, ძალზედ ინდივიდუალურია, თუმცა ზემოთ აღნიშნული რჩევები მშობელს შედეგის უფრო სწრაფად მიღებაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here