ეპიზიოტომია – მშობიარობის გასაიოლებლად
კიდევ ერთი “წყალქვეშა რიფი”, რომლისაც ეშინიათ, განსაკუთრებით პირველმშობიარეებს. თქვენ ალბათ გაგიგიათ, რომ მშობიარობის შემდეგ ბევრ ქალს დასჭირდა “ნაკერების დადება”
სინამდვილეში ეპიზიოტომია არის შორისის (საშოსა და უკანა გასასვლელს შორის მოთავსებული ქსოვილი) ქსოვილის ქირურგიული კვეთა. ეს არც თუ ისე რთული ქირურგიული ჩარევა საკმაოდ ხშირია (20%–დან 70%–მდე მშობიარობები ეპიზიოტომიით ტარდება), ამიტომ ზედმეტი არ იქნება, თუ გავარკვევთ ამ ოპერაციის დეტალებს.
პირველ რიგში ისმის შეკითხვა: რა საჭიროა ეპიზიოტომია? – მშობიარობის პროცესის გასაიოლებლად და ნაყოფის ტრავმატიზმის შესამცირებლად.
მშობიარობის პროცესში ნაყოფის თავი “გამოზნიქავს” შორისს გარეთ და შესაბამისად მისი მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება. მთავარი დატვირთვა ბავშვის ხერხემლის ყელის ნაწილზე მოდის. ეს ნაწილი კი ძალიან სუსტია. შესაძლოა მისი ტრავმატიზაცია აქედან გამომდინარე უამრავი ნეგატიური შედეგით. ეპიზიოტომია მკვეთრად ამცირებს ამგვარი გართულების შანსს.
ზოგჯერ, როდესაც ნაყოფის თავი გამოსვლას აგვიანებს, შესაძლებელია მხოლოდ ეპიზიოტომიამ დააჩქაროს ეს პროცესი და იხსნას ნაყოფი ჟანგბადის ნაკლებობისაგან.
ეპიზიოტომია აუცილებელია მაშების გამოყენებისას.
საკმაოდ ხშირად ეპიზიოტომიას მიმართავენ ნაადრევი მშობიარობისას, რადგან ასეთი ნაყოფის თავი უფრო ადვილად ტრავმირდება და ნაყოფი კი მძიმედ იტანს ჟანგბადის ნაკლებობას.
და ბოლოს, ეპიზიოტომიას მიმართავენ, როდესაც არის საშიშროება დედის შორისის ჩახევის. შორისის ჩახევა კი ხშირად გაცილებით უფრო ძნელად ხორცდება, ვიდრე ქირურგიული კვეთა.
აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ეპიზიოტომიის გადაწყვეტილებას იღებს მეანი, რომელიც ატარებს მშობიარობას.
რაც შეეხება ტექნიკურად შესრულებას, აქ უნდა ითქვას შემდეგი:
1. შორისის კვეთა ხდება ან ანუსის მიმართულებით (მედიალური კვეთა), ან ქვემოთ და გვერდზე (მედიოლატერალურად). პირველი ვარიანტი უფრო ეფექტურია, მაგრამ არსებობს სერიოზული გართულებების ალბათობა. განსაკუთრებით თუ კვეთა მშობიარობის პროცესში გაფართოვდა და მას შეუერთდა სწორი ნაწლავის სფინქტერიც. მერე ტიპის კვეთა ნაკლებად სახიფათოა, მაგრამ გაცილებით ძნელად ხორცდება. მეორე ტიპის კვეთას გაცილებით უფრო ხშირად იყენებენ.
2. კვეთა ანესთეზიის გარეშე კეთდება. ჭინთვების დროს შორისის ქსოვილები ისე იჭიმება, რომ მასში სისხლის ნაკადი მცირდება, შესაბამისად ტკივილიც არ აღიქმება. გაკერვისას კი ადგილობრივ ანესთეზიას იყენებენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა – რა ნეგატიური შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ეპიზიოტომიამ?
მედიალური კვეთის გართულებებზე უკვე გვქონდა საუბარი. მედიოლატერალური კი სერიოზულ გართულებებს პრაქტიკულად არ იძლევა. უსიამოვნო მომენტები კი ახასიათებს – ტკივილის შეგრძნება ნაკერის არეში (მშობიარობისშემდგომ პერიოდში). ზოგიერთ ქალს აქვს ტკივილები ამ არეში სქესობრივი კავშირებისას ნახევარი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჭრილობის ინფიცირებაც არ არის გამორიცხული, თუმცა მედპერსონალმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ეს არ დაუშვას.
გარდა ამისა, ახალნამშობიარებმა, ვისაც ეპიზიოტომია გაუკეთდა, ბავშვი უნდა კვებოს ან დაწოლილმა, ან მდგომარემ. ჯდომა შეიზლება ძალიან ცოტა ხნით, სასურველია სპეციალურ გასაბერ ბალიშზე. გარდა ამისა ინიშნება სპეციალური დიეტა, კუჭში გასვლის სიხშირე რომ შემცირდეს პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში.
შეასაძლოა გარკვეული სირთულეები შარდვასთან დაკავშირებით – წვა ნაოპერაციებ არეში, დისკომფორტი.
ასე რომ სიტუაცია ნათელია, ეპიზიოტომია კეთდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. თუ თქვენ მაინც პანიკურად გეშინიათ ამ ოპერაციის, აი რამდენიმე რჩევა, რომელიც ეპიზიოტომიის ალბათობას ამცირებს.
შეასრულეთ ვარჯიშები ორსულობისას (განსაკუთრებით ის ვარჯიშები, რომლებიც გათვლილია მშობიარობაში მონაწილე კუნთების გავარჯიშებაზე). ეს შესაძლებლობას მოგცემთ მშობიარობა უფრო იოლად იოლად ჩაატაროთ. ეს ფაქტიურად იზომეტრიული ტანვარჯიშია – საშოს და შორისის კუნთების დაჭიმვა 10 წმ–ით, რის შემდეგაც შეიძლება მოეშვათ
ვარჯიში შეიძლება დაიწყოს მცირე ვადაზე, შესრულდეს 20–25 ჯერ დღეში. საწყისი მდგომარეობა ნებისმიერი (დგომა, ჯდომა, წოლა), მაგრამ 16–17 კვირის შემდეგ კი მწოლარე მდგომარეობაში ეს ვარჯიში აღარ არის რეკომენდებული, რადგან გადიდებული საშვილოსნო მიაწვება ქვემო ღრუ ვენას.
მშობიარობამდე 2 თვით ადრე დაიწყეთ შორისის მასაჟი. ეს საჭიროა ყოველდღიურად. ამ დროს სასურველია მცენარეული ზეთების გამოყენება. ასეთი მასაჟის შედეგად შორისის ქსოვილები უფრო ელასტიური ხდება
მშობიარობისას მეანები რა თქმა უნდა ეცდებიან, რომ ეპიზიოტომია არ დაგჭირდეთ, მაგრამ თუ მაინც საჭირო გახდა (ფუი ეშმაკს და ხეზე სამჯერ დააკაკუნეთ), აი რამდენიმე რჩევა გართულებების ასაცილებლად:
ზუსტად დაიცავით ნაოპერაციები არის მოვლის ჰიგიენური წესები. ყოველი შარდვის შემდეგ აუცილებელია სასქესო ორგანოების და შორისის ტუალეტი გადადუღებული თბილი წყლით, ან ანტისეპტიკით (რომელსაც თქვენი ექიმი გირჩევთ), რომლის შემდეგაც ჰიგიენური სალფეთქით გაიწმინდეთ მშრალად.
დაბანისას ხელი ამოძრავეთ წინიდან უკან (წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექცია უკანა ტანიდან მოხვდება ჭრილობაში). ჰიგიენური საფენები გამოიცვალეთ 4 საათში ერთხელ. ისევ მოძრობისას მოიშორეთ ჯერ წინიდან უკან მიმართული მოძრაობით.
თუ დაწოლილი შარდვა მოუხერხებელია, სცადეთ შარდვა დგოსას (ფეხები გაშალეთ). ამ დროს მკვეთრად მცირდება შარდის ჭრილობაში მოხვედრის ალბათობა.
ეცადეთ არ ინერვიულოთ ზომაზე მეტად და ზედმეტი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ “საბრძოლო ჭრილობას” ასე უფრო მალე შეხორცდება.
სანამ სამშობიაროში იქნებით, ექიმი და მედდები ყოველდღიურად შეამოწმებენ ჭრილობას, დაინიშნება მედიკამენტები და აუცილებლობის შემთხვევაში ფიზიოპროცედურები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჭრილობის შეხორცებას.
ასე რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და მაინც, გისურვებთ ეპიზიოტომიის შესახებ ამ სტატიის მეტი არაფერი გაგეგოთ