მშობიარობის შემდგომი პერიოდი

0
455

მშობიარობის შემდგომი პერიოდი

მშობიარობის შემდეგ

loading...

მშობიარობის შემდგომი პერიოდში ქალი ისევე საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორც ორსულობის დროს.   ბავშვის დაბადების შემდეგ  ქალი არა მარტო ფიზიკურ, არამედ ემოციურ სისუსტესაც განიცდის. ხშირად მშობიარობას გარკვეული სახის გართულებებიც მოსდევს.

ორსულობის შემდგომ ქალებს შესაძლოა ჰქონდეთ:

·  სისუსტის შეგრძნება;

·  ტკივილები საშვილოსნოს შეკუმშვის დროს;

·  ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაში და ნაკერების არსებობისას, ტკივილები ხველებისას ან ცემინებისას.

·  სისხლიანი გამონადენი საშოდან;

·  საკეისროს შემთხვევაში  ტკივილი ჭრილობის არეში; ასევე არასასიამოვნო შეგრძნება ჯდომისა და სიარულისას.

·  ძუძუს თავების მტკივნეულობა პირველი ერთი კვირის განმავლობაში;

·  ძუძუთი კვების პირველ დღეებში – ნახეთქები თავებზე;

·  სახისა და თვალების სიწითლე, ძლიერი ჭინთვების შედეგად, კაპილარების დაჭიმულობა, სისხლჩაქცევები;

·  მოშარდვის გაძნელება პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში;

·  სექსუალური ლტოლვის არ არსებობა;

ეს პრობლემები რამდენიმე დღეში თავისით გაივლის, თუმცა ზოგჯერ გართულებები უფრო სერიოზულია. ერთ-ერთი მათგანია სისხლდენა, რომელიც ხშირი პრობლემაა საკეისრო კვეთის შემდეგ. მიზეზი პლაცენტი არასრული მოშორებაა, როცა მისი გარკვეუილ ნაწილი საშვილოსნოს ღრუში რჩება. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ასეთი პრობლემის გაჩენის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

მშობიარობის შემდგომი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ბუასილია. მშობიარობის დროს ძლიერი ჭინთვების გამო, შესაძლოა ჰემოროიდული კვანძები განვითარდეს. ამ პრობლემისგან გათავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური საშუალება ლიგირებაა, რომელსაც ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ საუკეთესო სპეციალისტები აკეთებენ. ლიგირება აბსოლუტურად უსაფრთხოა და არანაირ გართულებებს არ იწვევს. ამ მეთოდით პაციენტი უოპერაციოდ მოიშორებს კვანძებს.

მშობიარობის შემდეგ, შესაძლოა, დედას თმის ცვენა აღენიშნოს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც წესი, ეს პრობლემა თავად გვარდება ძუძუთი კვების შეწყვეტასთან ერთად. თუ ასე არ მოხდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

მშობიარობის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სექსობრივი ურთიერთობებისგან უმჯობესია, თავი შეიკავოთ. ამ პერიოდში საშვილოსნოს ყელი ჯერ კიდევ არაა დახურული რაც ბაქტერიებს საშვილოსნოს ღრუში შეღევას აიოლებს. სასურველია სქესობრივი ურთიერთობის აღდგენისთანავე წყვილმა კონტრაცეფციის მეთოდი შეარჩიოს, რომ არასასურველი ორსულობა აიცილოს თავიდან.

რაც უფრო ხშირად წოვს პატარა ძუძუს, რძის უკმარისობის რიკსი მით უფრო დაბალია, თუმცა, არის შემთხვევები, რომ ძუძუთი რეგულარული კვების მიუხედავად ბავშვი წონაში მაინც არ იმატებს. მიზეზი, სავარაუდოდ, არასაკმარისი რძეა.  ასეთ შემთხვევებში სასურველია ექიმს მიმართოთ.

სარძევე ჯირკვლების გაუხეშება მშობიარობიდან 4-6 დღის შემდეგ ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა  შესაძლოა ამ მოვლენებმა ტემპერატურის მომატებაც გამოიწვიოს. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, თუ ტკივილები მკვეთრი გახდა, სარძევე ჯირკვლის ირგვლივ კანი გახდა წითელი და ცხელი, ტემპერატურამ მაღალ ნიშნულს მიაღწია (38 გრადუსი და ზევით). ამ შემთხვევაში შესაძლოა ეს მასტიტის (სარძევე ჯირკვლის არასპეციფიკური ანთებითი დაავადება) ნიშანიც იყოს, ამიტომ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში  შესაბამის მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ.

აუცილებელია, რომ ყურადღება დედამ ყურადღება მიაქციოს კუჭის მოქმედება, რომ შეკრულობა არ გამოეპაროს. იმისათვის, რომ ფეხმძიმობის შემდეგ მოხდეს კუჭის მოქმედების ნორმალიზაცია, რეკომენდებულია ქიშმიში, კურაგა, მეტი მინერალური წყალი, შესაძლებელია სპეციალური სავარჯიშოები.

თუ რამდენიმე დღეში კუჭის მოქმედება არ აღდგა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. 

კომენტარები

კომენტარი

loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here