მუცლის დაწევა
რას ველოდოთ თუ ჩვენმა მუცელმა ქვევით დაიწია?
ორსულმა ქალმა შეიძლება შეამჩნიოს, რომ მისმა მუცელმა ქვემოთ დაიწია ორსულობის პერიოდში.
მუცლის ქვევით დაწევა გამოწვეულია მცირე მენჯის შესასვლელამდე ნაყოფის წინამდებარე ნაწილის დაწევით და საშვილოსნოს ფსკერის წინ გადაწევით, რაც გამოწვეულია მუცლის პრესის ტონუსის გარკვეული შემცირებით.განვითარებული ნაყოფი ამ დროს იწყებს ღრმად ჩაშვებას მენჯის მიდამოში.
პირველი მშობიარეთათვის ეს პროცესი შეინიშნება მშობიარობის ბოლო პერიოდში, მშობიარობამდე – 2-4 კვირით ადრე, ხოლო განმეორებით მშობიარობის შემთხვევაში უშუალოდ მშობიარობის დაწყების წინ.
მშობიარობის მოახლეობას თან ახლავს ძალიან ბევრი ნიშან-თვისებები, რომლებიც მოასწავებენ, რომ მალე მშობიარობა დაიწყება.