ორსულებისთვის სასარგებლო საკვები

0
427
loading...

ორსულებს განსაკუთრებული კვება ესაჭირეობათ. ორსულობის პირველი თვეების განმავლობაში, თუ მომავალ დედებს ტოქსიკოზი აწუხებთ ორსულები საკვების მიმართ ძალიან პრეტენზიულები არიან და ზოგადად ცუდად იკვებებიან, მაგრამ როცა ეს პერიოდი გადის და ქალბატონებს მადა ემატებათ ჩნდება მეორე პრობლემა: რა შეიძლება მიირთვან და როგორ ებრძოლონ ზედმეტ წონას.

ზოგად რეკომენდაციების გათვალისწინებით არის რაღაც პრდუქტები, რომლის მიღებაც ოსრულებისთვის არ შეიძლება , ესენია: ალკოჰოლური სასმელები, ყავა, ცხარე საჭმელი, შებოლილი, ცხიმიანი და ძლიერ შემწვარი საკვები. ალერგიულმა ქალბატონებმა უმჯობესია უარი თქვან შოკოლადზე, ციტრუსებზე, მარწყვზე, ეკზოტიკურ ხილზე, სხვადასხვა ზღვის პროდუქტსა და თხილზე. სხვა აკრძალული და ორსულობისას საშიში პპროდუქციის ჩამონათვალი იხილეთ ჩვენს სტატიაში. აქ კი ჩვენ გიამბობთ ორსულებისთვის სასარგებლო პროდუქტებზე. გაითვალისწინეთ ეს ჩამონათვალი თქვენი მენიუს შედგენისას, და ეცადეთ რომ თქვენს ყოველდღიურ რაციონში მოხვდეს თითოეული ამ პროდუქტთაგანი.

ორსულის რაციონი

ვიდრე გადავიდოდეთ სხვადასხვა პროდუქციისა და საკვების განხილვაზე გავეცნოთ რაციონის შედგენის რამდენიმე წესს. უმჯობესი იქნება, თუ თქვენი დღიური რაციონის 2/3 ნაწილს შეადგენს მცენარეული წარმოშობის პროდუქტი. განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალი ბოსტნეული და მწვანილი. ფეხმძიმე ქალბატონებმა ასევე არ უნდა დაივიწყოთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც. ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელია ცხოველური ცილა, რომელსაც შეიცავს ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები.

სასარგებლო საკვები ორსულთათვის

ხილი, ბოსტნეული, პარკოსანი მცენარეები . შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხლად, მოამზადოთ ორთქლზე, გააკეთოთ სხვადასხვა სალათები.

ნაყოფისთვის ბევრ სასარგებლო ვიტამინსა თუ მინერელას შეიცავს პარკოსანი მცენარეები, როგორებიცაა : ლობიო, ბარდა, მუხუდო. ეს ბოსტნეული შეიცავს უამრავ ცილასა და საკვებ ბოჭკოებს, რომლებიც დაეხმარებიან თქვენს კუჭ-ნაწლავის სისტემას, და ხელს შეუშლიან შეკრულობისა და ბუასილის წარმოქმნას. ასევე პარკოსანი მცენარეები შეიცავენ რკინას, კალციუმსა და თუთიას.

ტკბილი კარტოფილი და სხვა სტაფილოსფერი ბოსტნეული შეიცავს A ვიტამინს. ჩვენი ორგანიზმი მცენარეულ A ვიტამინს იღებს იმდენს რამდენიც მას ესაჭიროება. ხოლო ცხოველური წარმოშობის A ვიტამინს, რომელსაც შეიცავს რძე, ღვიძლი, კვერცხი, ორგანიზმი მიღებისთანავე ითვისებს და მისი ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმში არც თუ ისე სასურველია.

ბატიბუტიც სასარგებლოა ორსულებისთვის. ის მდიდარია E ვიტამინით, სელენითა და ფიტონუტრიეტებით.

თუ თქვენ არ გიყვართ თევზი და კვერცხი, რომელიც შეიცავს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს მაშინ მიირთვით კაკალი. ეს პროდუქტი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და თქვენი პატარასთვის.

ორსულობისას კარგი იქნება თუ მიირთმევთ კომბოსტოს, სალათის ფოთლებს , ისპანახს და სხვა. ისინი მდიდარია А, С და  К ვიტამინებით, ამასთან დამტკიცებულია , რომ ეს მცენრეები დადებითად მოქმედებენ  მხედველობაზე.

მიირთვით მწვანე, წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი და თეთრი ფერის ხილი და ბოსტნეული. რაც უფრო მეტს მიირთმევთ მათ მით უფრო დიდია შანსი, რომ თქვენს პატარას მომავალში ხილი და ბოსტნეული ეყვარება, რადგან მათ გემოს მუცლადყოფნის პერიოდშივე იქნება მიჩვეული.

ფაფები. იდეალური საუზმე მომავალი დედიკოსთვის! შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ბურღულეულისგან დამზადებული ფაფა, ასვე მიუსლი. ბურღული შეიცავს რკინას, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და ცელულოზას. ფაფა სასარგებლოა და ის ასევე აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

რძე და რძის პროდუქტი. უხვად შეიცავს კალციუმს, რაც ბავშვის ძვლების ჩამოყალიბებაში მთავარ როლს თამაშობს. ასევე ორსულობის პერიოდში დედას უსუსტდება კბილები და ძვლები, ამიტომ რძის პროდუქტების მირთმევა არამარტო ბავშვისთის , არამედ თქვენთვისაც სასარგებლოა.

ხორცი. ხორცი ეს არის ცხოველური ცილის ძირითადი წყარო. უმჯობესია თუ არ შეიძენთ გაყინულ ხორცს და თავს შეიკავებთ ძეხვეულობისა და სოსისების მირთმევისგან. საუკეთესოა საქონლისა უცხიმო მჭლე ხორცი, რადგან ის ასევე შეიცავს რკინას და ჰემოგლობინის მომატებაში დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ ჰოთდოგებისგან და სხვა მსგავსი ხორცის ნაწარმისგან. მას თერმული დამუშავება შეიძლება ბოლომდე არ ჰქონდეს გავლილი და შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიებსა და პარაზიტების კვერცხებს, რომლებიც ბავშვისთვის ზიანის მომტანი იქნება.

თევზი.  შეიცავს ვიტამინ D -ს და ფოსფორს, რაც ეხმარება ბავშვის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას და მუშაობას. უმჯობესია თუ საკვებად გამოიყენებთ თევზის არაცხიმიან სახეობებს. ამ შემთხვევაში საუკეთესოა ორაგული, ის მდიდარია ცილითა და ცხიმოვანი მჟავით ომეგა 3-ით. ორაგულში ძალიან ცოტაა ნივთიერება ვერცხლისმეთილი, რომელიც ვნებს ბავშვის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას. ექიმები გვირჩევენ კვირაში 340 გრ-ზე მეტი თევზის მიღებისგან თავი შევიკაოთ.

კვერცხი. კვერცხი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, ამასთან ერთი ცალი კვერცხი შეიცავს მხოლოდ 90 კალორიას. კვერცხი შეიცავს 12 ვიტამინსა და მინერალს, ასევე ცილას, რომელიც აუცილებელია ორსულებისთვის. მართალია კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს, მაგრამ ეს არის ბუნებრივი წარმოშობის ქოლესტერინი და მისი შემცველობა არც თუ ისე დიდია 1,5 გრ ერთ კვერცხზე. ქალბატონებს რომელთაც ქოლესტერინის რაოდენობა სისხლში ნორმალური აქვთ დღეში შეუძლიათ მიირთვან 1-2 კვერცხი.

ორსულების კვება ტრიმესტრების მიხედვით  

პირველი ტრიმესტრი. ორსულობის  პირველი ტრიმესტრში ორსულებისთვის კარგია ისეთი საკვების მიღება, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას . ეს ნივთიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის ნერვიული სისტემის ჩამოყალიბებაში. ასევე ასეთი პროდუქტი შეიცავს В6 ვიტამინს რომელიც ამსუბუქებს გულისრევის შეგრძნებას. პირველ ტრიმესტრში ასევე ჭარბად მიირთვით რკინის შემცველი პროდუქტები.

მეორე ტრიმესტრი. ორსულობის მეორე ტრიმესტრში მეტი რაოდენობით მოიხმარეთ პროდუქტები, რომელიც შეიცავს კალციუმსა და D ვიტამინს. ასევე მიირთვით ცხიმ-მჟავა ომეგა3 -ის შემცველი საკვები.

მესამე ტრიმესტრი. ორსულობის მესამე ტრიმესტრში მიირთვით საკვები, რომელიც ენერგიას მოგანიჭებთ და ამასთან არ დაგამძიმებთ. ასევე მიიღეთ პროდუქტები, რომელიც შეიცავს К ვიტამინს, ეს სისხლის შედედებას უწყობს ხელს.

 

 

რომელი პროდუქტებია ფეხმძიმისთვის მნიშვნელოვანი და როგორ ვაკონტროლოთ წონაში მატება ორსულობის პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here