ორსულობის მე-8 (მერვე) კვირა
ორსულობის მე-8 (მერვე) კვირაზე ნაყოფის სიგრძე მხოლოდ 14 – 20 მმ-ია. ხელებსა და ფეხებზე უკვე ჩნდება აპკისებრი თითები, ქუთუთოები თითქმის სრულად ფარავენ თვალებს, კუდი ჯერ კიდევ რჩება. გენიტალიები სრულად ფორმირებული არაა, ამიტომ სქესის გარჩევა ჯერ კიდევ შეუძლებელია. ამ პერიოდში აქტიურად ვითარდება ძვლები და სახსრები. მიმდინარეობს ზედა ტუჩის ფორმირების პროცესი.
თუ თქვენი პატარა ბიჭია, სწორედ ორსულობის მე-8 (მერვე) კვირაზე ხდება მისი სათესლე ჯირკვლების ფორმირება. და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ეს ექვსკვირიანი არსება, რომელიც მხოლოდ ლობიოს ოდენაა, უკვე მოძრაობს! ამ პერიოდში ჩატარებული ულტრაბგერითი გამოკვლევით ჩანს არამარტო ჩანასახის თავისა და ტანის ნაწილები, არამედ იმის გარჩევაც შეიძლება თუ სად არის ,,ზურგი“ და სად ,,მუცელი“.
როგორ იცვლები შენ
ორსულობის მე-8 (მერვე) კვირაზე შეამჩნევ, რომ ბიუსჰალტერი როგორღაც დაგივიწროვდა და ერთი-ორი ზომით მეტი გჭირდება; მკერდის ზრდა გამოწვეულია ჰორმონების რაოდენობით ზრდით და ეს შესაძლოა გაგრძელდეს ორსულობის ბოლომდე. და რატომაც არა? ბევრს ქალს ეს მოვლენა კიდეც ახარებს.
ჰორმონული ცვლილებები და განსაკუთრებით პრიგესტერონის მატება, იწვევს ზოგად მოთენთილობას, მოდუნებას. ამას ემატება გულისრევა და ღებინებაც. შესაძლოა პრობლემები გაჩნდეს ძილთან დაკავშირებითაც, ამიტომ ყოველი ძილის წინ 10-15 წუთიანი გასეირნება მოგიხსნით დაღლილობას და უკეთ დაიძინებთ.
გინეკოლოგი პირველი ვიზიტის დროს შეგიდგენთ ინდივიდუალური დაკვირვების გეგმას. მასში გათვალისწინებულია შემდეგი ლაბორატორიული კვლევები:
- შარდის ანალიზი ცილაზე, ლეიკოციტები, ქორიონული გონადოტროპინი; ბაზალური არტერიული წნევის გაზომვა;
- აწონვა;
- მენჯის გაზომვა;
- სისხლის საერთო ანალიზი, RW-ზე და აიდ-ზე, რეზუს-ფაქტორი და სხვ.
- ნაცხის ანალიზი;
- ოჯახისა და სამეანო ანამნეზი.