ვიტამინები რომლებიც ორსულობამდე 6 თვით ადრე უნდა მივიღოთ

0
346

რომელი ვიტამინები მივიღოთ ორსულობამდე 6 თვით ადრე?

loading...

ორსულობისას ცხიმების, ცილებისა და მინერალების ცვლაში ძვრები მიმდინარეობს. ეს ცვლილებები ახალი, მზარდი ორგანიზმის სასიკეთოდ ხდება, თუმცა მათ ხშირად სდევს თან ამა თუ იმ მიკროელემენტის ნაკლებობა, რაც ზოგჯერ არა მარტო კვებითი რეჟიმის მოწესრიგებას, არამედ მკურნალობასაც მოითხოვს.

რატომ ვითარდება სისუტე ორსულებში

სისუსტეს უჩივის თითქმის ყველა ორსული, ზოგი – მეტად, ზოგი – ნაკლებად, ზოგს კი გამუდმებით უწევს დაღლილობასა და ძილიანობასთან ბრძოლა. სისუსტე გამოწვეულია იმ ჰორმონული გარდაქმნებით, ორსულის ორგანიზმში რომ მიმდინარეობს.

ადრეულ ვადებზე ორსულის ორგანიზმი ჭარბად გამოიმუშავებს ჰორმონ პროგესტერონს, რომელიც პროვოცირებას უწევს მოდუნებას და ძილიანობას. გარდა ამისა, ორსულის ორგანიზმი მუშაობს დამატებითი დატვირთვით, რათა მის წიაღში ჩასახულ ახალ სიცოცხლეს შეეგუოს. ამ დროს იმატებს ენერგიის ხარჯვა, იცვლება ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე.

სისუსტე ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის წნევის დაქვეითებით, რკინისა და ფოლიუმის მჟავის უკმარისობით.

ყველაფერთან ერთად, ამ დროს 50%-ით იზრდება სისხლის მოცულობა, რათა ნაყოფს საკვები ნივთიერებები სათანადო ოდენობით მიეწოდოს, მაგრამ ფილტვების მოცულობა მცირდება 20%-ით. ეს ნიშნავს, რომ იმატებს გულისა და სხვა ორგანოების დატვირთვა. ყველა ეს ცვლილება ორგანიზმისთვის სტრესია, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, სისუსტე და ძილიანობა.

 

 ორსულობა და ანემია

ორსულებს ხშირად აქვთ რკინადეფიციტური ანემია, რომელსაც იწვევს რკინის მომეტებული ხარჯვა – ეს ელემენტი ხომ დედასთან ერთად ნაყოფსაც სჭირდება. რკინა აუცილებელია ჰემოგლობინისთვის, რომელიც პასუხს აგებს ჟანგბადის მიწოდებაზე. ამ ელემენტის უკმარისობისას საჭიროზე ნაკლები ოდენობის ჰემოგლობინი გამომუშავდება.

ორსულობის ბოლოს პრაქტიკულად ყველა ქალს აქვს რკინის ფარული დეფიციტი, ხოლო რკინადეფიციტური ანემია ორსულთა მესამედს უვითარდება.

თუ ქალის ორგანიზმში ორსულობის დაგეგმვამდე რამდენიმე თვით ადრე შეივსება რკინის, B12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, ორსულობას იგი მომზადებული შეხვდება და მოსალოდნელ ანემიასაც უკეთ გაუმკლავდება. თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, რომ რკინის ჭარბი რაოდენობით მიღება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა ორგანიზმში მისი კუმულაცია მოხდეს.

რა უშლის ხელს ორსულობის განვითარებას?

საკმაოდ ხშირად არის შემთხვევები, რომ არც ქალს და არც მამაკაცს რეპროდუქციული სისტემის მხრივ პრობლემები არ აქვთ, მაგრამ ორსულობის განვითარებამაინც არ ხდება. როგორ შევუწყოთ ხელი ორგანიზმს, რომ ორსულობის დადგომისთვის ხელსაყრელი პირობები შევუქმნათ?

ბოლო დროის სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ გარკვეულ ნუტრიენტებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება განაყოფიერების პროცესის ნორმალურ მიმდინარეობაში. ორსულობის დაგეგმვისას თქვენ უნდა მოამზადოთ თქვენი ორგანიზმი და უნდა იზრუნოთ ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე, რათა მაქსიმუმამდე გაზარდოთ ჩასახვის ალბათობა.

ვიტამინური პრეპარატი – პრეგნაქეა ჩასახვა – სპეციალურად შეიქმნა საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით, რათა უზრუნველყოს ჩასახვის პროცესის ნორმალური მიმდინარეობა ქალის ორგანიზმში.

მასში შემავალ კონკრეტულ ნუტრიენტებს აკისრია უმნიშვნელოვანესი როლი ქალის ორგანიზმის ორსულობისათვის მოსამზადებლად. თითოეული ინგრედიენტის დონე არის შერჩეული დიდი სიფრთხილით და ბოლო დროის მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით.

კომენტარები

კომენტარი

loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here