“აკვანი”- სიტყვა, რომელიც ძველი დროიდან ახალშობილის საუკეთესო მოსასვენებელ ადგილთან ასოცირდებოდა, დღეს უკვე ახალშობილთა საუკეთესო პროდუქციის ბიზნეს სტარტაპერად გვევლინება.
ორსულობის დადგომისთანავე, მომავალ დედებს ახალი საზრუნავი უჩნდებათ, რაც პატარის კომფორტულ და ჯანსაღ გაზრდასთან არის დაკავშირებული. ამ პრობლემის მოგვარებაში კი მაღაზია “აკვანი” დაგეხმარებათ. სადაც თქვენთვის და თქვენი პატარასთვის, რამოდენიმე სახეობის საბავშვო ავეჯი და აქსესუარებია წარმოდგენილი. მაღაზია “აკვანი”-ს დაარსების და შეთავაზებების შესახებ კი მისი დამფუძნებელი შორენა ინანეიშვილი მოგვითხრობს:
–მოგვიყევით ბიზნესის პირველი ნაბიჯები. როდის და სად გაიხსნა “აკვანის” პირველი ფილიალი?
– დაახლოებით 12 წელია რაც ამ სფეროში ვმოღვაწეობთ, თუმცა მომხმარებელი, სახელი “აკვანი”-ით უკვე 6 წელია გვიცნობს. პირველი ფილიალი ქალაქ ქუთაისში გაიხსნა. თავიდან შედარებით პატარა ფართში გვიწევდა პროდუქციის რეალიზაცია, ახლა კი უკვე 3 ფილიალი გვაქვს.
-როგორც ცნობილია, თქვენი პროდუქციის შეძენა, ახლა უკვე თბილისშიც შესაძლებელია, რამ განაპირობა ახალი ფილიალის გახსნა?
– სოციალურ ქსელში ჩვენი გვერდის შექმნამ, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამ ინტერესმა და მომხმარებლის თხოვნამ, მოგვცა სტიმული, რომ დაგვემატებინა კიდევ ერთი ფილიალი, თბილისში, დოლიძის #48.
-რა არის თქვენი საქმიანობის მიზანი და რას ემსახურება ის?
– ჩვენი მთავარი მიზანი, მომხმარებლის კმაყოფილებაა. ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მომავალ დედებს და მათ პატარებს მეტი კომფორტისთვის, ინოვაციური და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ. ხელმისაწვდომი ფასებით და მაღალი სტანდარტის მომსახურებით. ამასთან ერთად ჩვენ არასდროს ვჩერდებით, მუდმივად ვანახლებთ კოლექციებს, ხშირად ვთავაზობთ მომხმარებელს სიახლეებს, აქციებს,გათამაშებებს, ფოტოკონკურსებს და ა.შ…
-რომელი მწარმოებლის პროდუქცია გაქვთ წარმოდგენილი თქვენს ქსელში?
– ჩვენი პროდუქციის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებია:პოლონეთი, ბულგარეთი და რუსეთი. სამომავლოდ ერთ-ერთ მსხვილ ქარხანასთან ვგეგმავთ მოლაპარაკებას, რომლის პროდუქციაც ამერიკის ბაზარზეა წარმოდგენილი და რომლის შეძენაც ამაზონსა და სხვა ონლაინ მარკეტებშია შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კი ამ პროდუქციას ჩვენს მომავალ დედებსაც შევთავაზებთ.
-რას ურჩევდით თქვენს მომხმარებელს?!
– ვურჩევ, რომ ყოველთვის ეცადონ ხარისხიანი პროდუქციის არჩევას თავისი პატარებისთვის. ძირითადად ევროპული წარმოების პროდუქციაზე გააკეთონ აქცენტი, რადგან ხარისხი უფრო შესამჩნევია. ასე, რომ ყველა დედას და მათ პატარას ჯანმრთელობას და კომფორტულ გარემოს ვუსურვებ.
საკონტაქტო ინფორმაცია 595 31 20 31
ავტორი: თაკო ხუციშვილი