სამშობიაროში წასაღები ნივთების სია

0
604

სამშობიაროში წასაღები ნივთების სია

loading...

ქვემოთ მოყვანილი სია დაგეხმარებათ სამშობიაროში წასასვლელად მომზადებაში. აქ თითქმის ყველა ის ნივთია ჩამოთვლილი რაც დაგჭირდებათ, თქვენ და თქვენს პატარას. სასურველია ასევე ესაუბროთ შერჩეული სამშობიაროს პერსონალს და მათთან დააზუსტოთ, თუ რისი მიტანა დაგჭირდებათ ან რომელი ნივთია ზედმეტი, ეს იმიტომ რომ ყველა სამშობიაროს სხვადასხვა მოთხოვნა აქვს.

ჩვენ გირჩევთ, რომ სამშობიაროში წასაღები ჩანთა 36-ე კვირამდე მოამზადოთ და თუ ავტომობილი გყავთ, საბარგულში მოათავსოთ. ასე უფრო მშვიდად იქნებით.

 

დედიკოს სია:

  1. ხალათი;
  2. პერანგი ან პიჟამო, სასურველია წინ რომ იხსნებოდეს – რათა ადვილად მოაწოვოთ პატარას ძუძუ;
  3. ოთახის ჩუსტები;
  4. აბაზანის ჩუსტები;
  5. წინდები, რომ ფეხზე არ შეგცივდეთ;
  6. მუცლის ქამარი, ბანდაჟი;
  7. მეძუძურის ლიფი – 2 ცალი;
  8. საცვლები (ტრადიციული, დიდი ზომის) ან სპეციალური ერთჯერადი საცვლები – 6-8 ცალი;
  9. აბაზანის და პირის პირსახოცები;
  10. დიდი ზომის ჰიგიენური საფენები (თუ ჩვეულებრივ საცვლებს წაიღებთ);
  11. პირადი ჰიგიენის ნივთები (კბილის ჯაგრისი, პასტა, სტიკი, დეოდორანტი, საპონი და სასაპნე, სავარცხელი, თმის სამაგრი);
  12. მობილური და დამტენი;
  13. მკერდის საფენები;
  14. გამოსაწველი აპარატი;
  15. საბუთები;
  16. ფოტოაპარატი და სხვა ტექნიკა სურვილისამებრ;
  17. კრემი ძუძუს-თავებისთვის;
  18. ბლოკნოტი და საწერ-კალამი;
  19. სახლში წამოსვლისას ჩასაცმელი ტანსაცმელი;

ბავშვის სია:

  1. მატყუარა;
  2. ბოთლი;
  3. ბოდეები;
  4. წინდები;
  5. ქუდი;
  6. ფეხიანი შარვლები – “პოლზუნკა”;
  7. პირსახოცი;
  8. უკან შესაკრავი ზედა – “რასპაშონკა”;
  9. თბილი პლედი – რბილი და ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული;
  10. თათმანები;
  11. სახლში წამოსვლისას ჩასაცმელი ტანსაცმელი;

კომენტარები

კომენტარი

loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here