უსაფრთხო ვარჯიშები პირველ ტრიმესტრში

0
5041

უსაფრთხო ვარჯიშები პირველ ტრიმესტრში

ორსულობის პერიოდში ჯანმრთელობის შენარჩუნებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ამჯერად ეს მხოლოდ თქვენთვის კი არა, ბავშვისთვისაც აუცილებელია. შესაძლოა, ორსულობისას თავი დროდადრო შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა, ეს ნორმალურია და როდესაც დაღლილობას იგრძნობთ, აუცილებლად უნდა დაისვენოთ.

ვარჯიში ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და გამონაკლისი არც ორსულობის პერიოდია. ეს წონის რეგულირებაშიც დაგეხმარებათ, განწყობასაც გააუმჯობესებს და სასარგებლოა ჯანსაღი ძილისთვისაც.

პირველი ტრიმესტრში ვარჯიშის პროგრამის შერჩევისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ ფიზიკური დატვირთვის სირთულეს.

თუ ორსულობამდე საერთოდ არ ვარჯიშობდით, სასურველია, მარტივი ვარჯიშებით დაიწყოთ დღეში მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში, კვირაში 3-5-ჯერ.

პილატესი ეს დაგეხმარებათ ორსულობის დროს თავი დააღწიოთ ზურგის ტკივილს და წონასწორობის დარღვევას. თავი შეიკავეთ ზურგზე დაწოლისგან და მუცლის ვარჯიშებისგან. პილატესის ვარჯიშები კვირაში ერთხელაც საკმარისია.

იოგა ვარჯიშის ერთ-ერთი საუკეთესო სახეობაა. ის აძლიერებს თქვენს სხეულს, გიუმჯობესებთ ბალანსის უნარს, უნარჩუნებს კუნთებს ტონუსს, ამცირებს სისხლის წნევას და რითმულ სუნთქვას გასწავლით. იოგას ვარჯიშები მენოპაუზის დროსაც კი სასარგებლოა ოსტეოპორიზის თავიდან ასაცილებლად.

თუ იოგით ისედაც იყავით დაკავებული, მაშინ თავი შეიკავეთ შემდეგი ვარჯიშებისგან:

  • უკან გადახრა;
  • პოზები, რომლის დროსაც გვერდულად იხრება მუცელი;
  • ნებისმიერი პოზა, სადაც თავდაყირა გიწევთ დგომა;
  • ზურგზე დაწოლა.

იოგას ვარჯიშები კვირაში 30 წუთიც საკმარისია. თუმცა, უფრო დიდხანსაც შეგიძლიათ დაკავდეთ, თუ, რა თქმა უნდა, გსიამოვნებთ. მთავარია, არ გადაიტვირთოთ.

სეირნობა ორსულობისას შესანიშნავი ვარჯიშია.  ეს ყველა ორსულს შეუძლია და ძალიან სასარგებლოა. შეეცადეთ, კვირაში 5-ჯერ მაინც გახვიდეთ სასეირნოთ. განსაკუთრებით სასურველია სუფთა ჰაერზე სეირნობა.

ცურვის და წყლის აერობიკის დროს დაცემა  გამორიცხულია. ასეთი ვარჯიშებისგან ტრამვას ძნელად თუ მიიღებთ. თავისუფლად შეგიძლიათ ცურვით დაკავდეთ.

ორსულობის დროს  სირბილი ვარჯიშის ნაკლებად სასურველი გზაა. თუმცა, პირველ ტრიმესტრში ეს ნამდვილად არ გავნებთ. თუმცა, ორსულობის მომდევნო თვეებში მოგიწევთ სხვა ტიპის ვარჯიშებით დაკავდეთ.

  რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ვარჯიშით სიამოვნება მიიღოთ. ამიტომ, ვარჯიშის მეთოდი თავად უნდა შეარჩიოთ.

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here