სპინა ბიფიდას დიაგნოზი ლანა ეზიეშვილმა პირველმა დასვა

0
3688

ლანა ეზიეშვილმა მე და ჩემს ოჯახს ფსიქოლოგიური ტრავმა აგვარიდა, ხოლო ჩვენს პატარას სწორი დიაგნოზით მეორე სიცოცხლე აჩუქა. რომ არა მისი 26 კვირაზე წინასწარ დასმული სწორი დიაგნოზი ალბათ ვერც გადავიტანდი ახალნამშობიარები ჩემთვის სრულიად უცხო დაავადების „სპინა ბიფიდა“-ს დიაგნოზის გაგებას წუთების დაბადებულ ბავშვზე.

ამბავი, რომელიც ქალბატონ ბ.გ-ს შეემთხვა (ვიცავთ ანონიმურობას), ყველა მომავალი დედისთვის გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საიტის მკითხველისთვის გაგვეზიარებინა ეს ინფორმაცია. ჩვენი ჟურნალისტი დაუკავშირდა დაზარალებულ მხარეს და შეეცადა ინფორმაციის ბოლომდე დაზუსტებას.

ჟურნალისტი: დეტალურად რომ გვესაუბროთ ორსულობის პერიოდი როგორ მიმდინარეობდა?

ორსულობის დადგომის შემდეგ ყველაფერი მიდიოდა სტანდარტულად კარგად, დავდიოდი ერთერთ ქალთა კონსულტაციის ცენტრში აღრიცხვაზე,  ვიღებდი ექოსკოპიას როგორც მიწევდა ძირითად კვირებზე. ასე გრძელდებოდა იქამდე სანამ არ მივაღწიე დიდ ვადებს და არ მოვინდომე ბავშვისთვის მუცელში ლამაზი ფოტოსესიის დაგეგმვა. ვიფიქრე გადავიღებ სამახსოვროდ 4D ფოტოს და შევინახავთქო. იმ კლინიკაში დიდად კარგი გამოსახულება არ იყო, ამიტომ დავიწყე ძიება უკეთესი აპარატის.

როდის მიხვედით ქ.ნ ლანასთან და როგორ მოხვდით მასთან?

სწორე ამ ფოტოგადაღებით დაინტერესებულმა გავიკთხე საქართველოში საუკეთესო ეხოს ვინ იღებსთქო და უმეტესობამ ქალბატონი ლანა მირჩია, მაგრამ უფრო ფოტოების ხარისხზე ვამახვილებდი ყურადღებას…

რადიოლოგთან ვიზიტი როგორ მიმდინარეობდა?

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ლანა ექიმთან შეხვედრა არ გავდა სხვა ექიმებთან კონსულტაციას. ის ძალიან თბილად და  ყურადღებით მისმევდა კითხვებს, თუ როგორ მიდიოდა ორსულობა, რამდენი ექო მქონდა გადაღებული და ა.შ

ქალბატონმა ლანამ დამაწვინა თუ არა დეტალურად დაიწყო ბავშვის თვალიერება. ლამის 2 საათი სათითაო ნაკვთი, ორგანო, სხეულის ნაწილი შეამოწმა, შემდეგ კი მოტრიალდა და მითხრა „ალბათ იცით ბავშვს სპინა ბიფიდა აქვს“ ეს იყო შოკი ჩემთვის აღარ მესმოდა დანარჩენი სიტყვების შინაარსი, არ ვიცოდი რაზე იყო საუბარი, ავღელდი, ცრემლები მომაწვა, თავს ძლივს ვიკავებდი… ვუთხარი რომ არ მქონდა წარმოდგენა რაზე საუბრობდა… მან ძალიან მშვიდად ამიხსნა პრობლემის არსი რომ სპინა ბიფიდა მიეკუთვნება თანდაყოლილ მანკების ჯგუფს, რომელსაც ნერვული მილის დეფექტები ეწოდება. ნერვული მილი არის ემბრიონული სტრუქტურა, რომლისგანაც მომავალში წარმოიქმნება თავის ტვინი, ზურგის ტვინი და მათ გარშემო არსებული ქსოვილი, შესაძლებელია პრობლემა ბავშვის დაბადებისთანავე ქირურგიული გზით მოგვარდესო და გამომიშვა იმ მომენტში შედარებით დამშვიდებული (რადგან ის მაინც ვიცოდი რა ხდებოდა ჩემ თავს).

რა მოიმოქმედეთ შემდეგ? როგორ მოემზადეთ პრობლემის მოსაგვარებლად?

სიმართლე გითხრათ თავიდან ვერ ვიჯერებდი გულის სიღრმეში, თავს ვიმშვიდებდი აქამდე არაფერი ჩანდა ეხლა როგორ დაემართებოდა ბავშვს რამეთქო. გადავწყვიტე ჩემს პირად რადიოლოგთან განმეორებითი ვიზიტი, მივედი ვუთხარი ლანა ექიმის დიაგნოზი, მაგრამ მან ცინიკურად მოიხსენია კოლეგა და თქვა რომ „უბრალოდ შეეშალა“ ლანასო. შემოიყვანა ხელმძღვანელი და მის თვალწინ დაიწყო თავიდან გადაღება იძახდა, რომ ასეთი შეცდომა მისი მხრიდან გამორიცხული იქნებოდა, რომ დებილი არ იყო და ძალიან იუმორ ნარევი ცინიზმით დასცინოდა სხვის დიაგნოზს.

მშბიარობასა და შემდგომ პერიოდზე გვესაუბრეთ…

ვიმშობიარე ერთერთ ცნობილ სამშობიარო კლინიკაში სადაც სამშობიაროდ გამზადებულს ექოსკოპია გადამიღეს, რადიოლოგს ავუხსენი, რომ ბავშვს „სპინა ბიფიდა“ ქონდა, მაგრამ მანაც ვერაფერი დაინახა და მითხრა არაფერი სჭირსო. დიდი კითხვის ნიშნებით გავაჩინე პატარა, თუმცა ქვეცნობიერში მზად ვიყავი ამ დიაგნოზის მოსასმენად. დაიბადა თუ არა ჩემი შვილი ყვირილი დაიწყეს მეანებმა სასწრაფოდ საოპერაციოა ბავშვიო. საბედნიეროდ ლანა ეზიეშვილს ვყავდი დარიგებული, რომელ კლინიკაში ყავდათ საუკეთესო ნეიროქირურგების ჯგუფი, მე მაინც მქონდა მათთან კონტაქტი ამიტომ ისინი მომზადებულები შეხვდნენ ამ ამბავს და წარმატებით დაასრულეს ოპერაცია.

 

პატარა როგორ გრძნობს ახლა თავს?

ჩემი ბიჭი კარგადაა, თუ შეიძლება ასე ითქვას… მას 30 ნაკერი აქვს, ველოდებით დროის გასვლას და შემდეგ კონტროლზე მივალთ.

რას ურჩევდით სხვა მომავალ დედებს?

პირველ რიგში მიდით გამოცდილ სპეციალისტთან,  ნუ დაიზარებთ შორ მანძილზე სიარულს და ნუ მიაკითხავთ თქვენი სახლთან მდებარე პირველივე პოლიკლინიკას. მე რომ აქამდე მევლო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ლანა ეზიეშვილთან კიდევ უფრო მსუბუქად გადავიტანდი ამ დიაგნოზს. ამიტომ აირჩიეთ კარგი რადიოლოგი, გინეკოლოგი და კლინიკა.

ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო რადიოლოგ ლანა ეზიეშვილს, ის ცნობილია მთელ საქართველოში როგორც საუკეთესო 4D ში, მე კი მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ფოტოებს კი არ იღებს საუკეთესოს არამედ დიაგნოზს სვავს ისეთს, რომელსაც სხვა ვერავინ შეამჩნევს, ის საუკეთესოა თავის საქმეში და ბევრი გადარჩენილი პაციენტი ყავს ჩემს გარდა. მადლობა მას, რომ არის ასეთი გულისხმიერი, თბილი და ყურადღებიანი.

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here